Digest Logo

🎥 „სასიკვდილო და საბედისწერო ასპექტი აგვისტოში გავიარეთ, თუმცა...“ - რა რეკომენდაციებს ავრცელებს მარიამ შუკაკიძე 7-დან 21 სექტემბრის დაბნელებების კორიდორზე

1757058686
მარიამ შუკაკიძე

ქართველი ასტროლოგი, მარიამ შუკაკიძე ასტროლოგიურ პროგნოზებზე პერიოდულად უზიარებს რჩევებს საზოგადოებას. მას აქვს YouTube-ის საკუთარი არხი, სადაც ვიდეოებს აქვეყნებს მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებსა და მათი გავლენის შესახებ ზოდიაქოს ნიშნებზე.

ამჯერად იგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც დაბნელებების კორიდორის შესახებ საუბრობს. 

7 სექტემბერს გვაქვს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება, 7 სექტემბრიდან კი შევალთ დაბნელებების კორიდორში. ეს პერიოდი გაგრძელდება 21 სექტემბრამდე.

როგორც ასტროლოგი ამბობს, ამას ზოგი ადამიანი წინასწარ გრძნობს, ზოგ ადამიანს უძილობა აქვს, ზოგს კი ძილიანობა. 

„ეს განსაკუთრებით ეხება თევზებს და ქალწულებს, რადგან ძირითად ამ ნიშნებზე ხდება ეს ყოველივე და ვისაც ამ ნიშნების გავლენა აქვს, არ გაგიკვირდეთ.

მსგავსი რამ წელიწადში 2-ჯერ ხდება, ერთი მოხდა უკვე მარტში იყო, ახლა კი გვაქვს სექტემბერი - ეს თვე იქნება ბოლო ყველაზე რთული თვე ამ წელში“, - ამბობს ასტროლოგი. 

🌚 როგორ უნდა გავიაროთ დაბნელების კორიდორი?

❌ კონფლიქტები,

❌ საქმეების გარჩევა,

❌ სერიოზული შენაძენები,

❌ ახალი და სერიოზული წამოწყებები - რისი გადადებაც შეგიძლიათ გადადეთ მაქსიმალურად. 

❌ დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ამ პერიოდში რაზეც ხელს მოაწერთ მერე შეიძლება სანანებელი გაგიხდეთ.

❌ 21 სექტემბრამდე სჯობს არაფერი სერიოზული არ გააკეთოთ და იყოთ მაქსიმალურად ფრთხილად. 

❌ რიტუალებთან იყავით ფრთხილად, სარისკო პერიოდია და თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენ ძალებში სჯობს, რომ არ გააკეთოთ, სერიოზული მანიფესტაცია. დაბნელებების ყოველთვის აქვს საბედისწერო შლეიფი.

🌚 რა უნდა გააკეთოთ 7 სექტემბერს?

ამ დღეს გვაქვს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება - მთვარე იქნება თევზებში, მზე კი ქალწულში.

✅ გააკეთეთ მედიტაცია, დააკვირდით შეგრძნებებს.

✅ დაალაგეთ სახლი და სამომავლო გეგმები, თუმცა გახსოვდეთ არაფერი სერიოზული არ გინდათ. 

🌚 მერკური ურანის და მარსი, იუპიტერის დაპირისპირება 

თუ ახალი საქმის წამოწყება გიწევთ, სჯობს არ გქონდეთ დიდი და ზედმეტი წარმოდგენები, დიდია ალბათობა იმედგაცრუების, არის შანსი, ისე არ წავიდეს საქმე, როგორც თქვენ გსურდათ.

ასევე მატულობს მენტალური ნევროზულობა, როდესაც ადამიანს გონება არ ასვენებს და გსურთ სიახლეები, სიგიჟეები ეს ყველაფერი სწორედ მერკური-ურანის დაპირისპირების ბრალია.

შესაძლოა, მოგივიდეთ იდეები, რომელიც სჯობს ჩაიწეროთ და შემდეგ განახორციელოთ. არ აჰყვეთ თქვენ გავარვარებულ გონებას. 

ახალ არ გვაქვს მძიმე, სასიკვდილო და საბედისწერო ასპექტი, ეს ყველაფერი უკვე აგვისტოში გავიარეთ. 

🌚 როგორი იქნება ეს პერიოდი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?

მიწის ნიშნებისთვის - კარგი პერიოდია, თუ პერსონალური ტრანზიტები გიწყობთ ხელს. 

სასწორისთვის და თევზებისთვის უკეთესია დაისვენონ, რადგან შედარებით დაბალი ენერგოტონუსი აქვთ.

ლომისთვის, მშვილდოსნისთვის და ვერძისთვის - ფინანსურად კარგი პერიოდია, ასევე რომანტიულადაც, ახლა ბევრი წყვილი შეიქმნება. პერიოდი კარგია იზრუნოთ საკუთარ თავზე და დაისვენოთ.

 

 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვარჯიშის შემდეგ თუ ძილი გინდებათ, ეს ნიშნავს, რომ...“ - როგორ ვიკვებოთ ვარჯიშის დროს სწორად, ნატა გაგუას რჩევები!

⭕6 სექტემბრიდან პლანეტა ურანი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს - რატომაა ეს პერიოდი საყურადღებო და რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე

⭕პრეზიდენტი: მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე