აპრილი თავისებური, გარდამავალი თვეა. ავიტამინოზია, რის გამოც ორგანიზმი უნდა გავაძლიეროთ. გარდა ამისა, შესაძლოა, თავი იჩინოს ხასიათცვალებადობამ.
ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის თქმით, აპრილის 20 რიცხვამდე ვერძის ნიშანი გვმართავს, ის ყველაზე აგრესიულია, ითხოვს აქტიურობას, ენერგიულობას, კომუნიკაციას.
მისი თქმით, 20 აპრილის შემდეგ, როცა მზე გადავა კუროში, დაიწყება მეტი სტაბილიზაცია, არამარტო ხასიათში, არამედ საქმეში.
7 აპრილამდე გვაქვს დედამიწის უარყოფითი ენერგოველი. მეტი ყურადღება დავუთმოთ ჯანმრთელობას, არ შევიდეთ კონფლიქტებში. 7-ის შემდეგ ჯანმრთელობა გახდება მდგრადი, ურთიერთგაგება მოიმატებს, იდეების რეალიზაცია მარტივი გახდება.
17 აპრილს გვაქვს ახალმთვარეობა, რაც ფრთხილად უნდა გავიაროთ.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და მათ პერსპექტივებს:
ვერძი - თქვენი დროა, ბრწყინავთ! არ ნახულად ენერგიულები ხართ. სწრაფად ხდება დახარჯული ენერგიის აღდგენა. ჩემი თხოვნაა, არავის ეკამათოთ, ეჩხუბოთ, თქვენი ენერგია კარგ საქმეს მოახმარეთ.
კურო - დაბადების წინა პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი გაქვთ დაბალი, ახლა ყველა კუროს ეძინება, მაგრამ ეს დროებითია. ნულამდე გაქვთ იმუნიტეტი, არ გაცივდეთ და არ გადაიღალოთ. არავითარი კონფლიქტები, რისი ალბათობაც მაღალია.
ტყუპები - თქვენს ამპლუაში ხართ. ყველაფერი იცით, ჭორები. საუკეთესო პერიოდი გაქვთ, რაც რეფორმებთანაა დაკავშირებული, გინდა სულიერი, გონებრივი, მეთოდოლოგიის, ურთიერთობების. მაქსიმალური კონტაქტი გქონდეთ ინტერნეტთან.
კირჩხიბი - როგორც პედაგოგი ახლა იქნებით ძალიან კარგი, ინფორმაციის გადაცემის უნარი გაქვთ არნახულად კარგი, სიამოვნებით მოგისმენენ. გაითვალისწინეთ, რომ იმუნიტეტი გეცემათ, ადვილად იღლებით, ამიტომ გამოაძინეთ საკუთარი თავი.
ლომი - ენერგიით სავსე ხართ, მოერევით მტრებს, გაგიძლიერდებათ თვითრწმენა, მთავარია ეს წარმატება არ გადავიდეს ამბიციასა და ამპარტავნობაში. თუ ასე მოხდება, კონფლიქტები გექნებათ. პერიოდი წარმატებულია. მოგზაურობის დროა, უცხოელებთან კონტაქტები იქნება წარმატებული.
ქალწული - ჯანმრთელობა არამდგრადია, ენერგოტონუსი დაბალი, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას 20 აპრილამდე მაინც, ნუ იქნებით კრიტიკული, პრეტენზიული, მეწვრილმანე, თორემ კონფლიქტებს შექმნით. 20 რიცხვის შემდეგ ყველაფერი შეიცვლება. გადასარევი პერიოდი დაგეწყებათ.
სასწორი - პერიოდი კარგია, განწყობა სხვანაირია, ენერგოტონუსი მაღალია, ცხოვრება გიხარიათ. საუკეთესო პერიოდია პარტნიორული ურთიერთობებისთვის, სასიყვარულო კონტაქტებისა და ქორწინებისთვის. მთავარია არ იყოთ ზედმეტად პრეტენზიულები.
მორიელი - ენერგოტონუსი დაბალია, მარტივად იღლებით, ემოციურად არასტაბილური ხართ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, არ გადაიღალოთ და მაქსიმალურად შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, აქ შეიძლება დაპირისპირება მოხდეს. ცოტა ჩამქრალია ეს ნიშანი.
მშვილდოსანი - ვერ გააჩერებთ, ძალიან აქტიური, შარმიანია. საუკეთესო პერიოდია ლატარიაში მონაწილეობისთვის. შვილებთან ურთიერთობას მიაქციეთ ყურადღება. ახალი, რომანტიკული თავგადასავლების დროა, მთავარია არ შეუშინდეთ პასუხისმგებლობას.
თხის რქა - იმუნიტეტი ეცემა, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და არ გადაწყვიტოთ მემკვიდრეობითი საკითხები, რადგან შესაძლოა კონფლიქტი მოხდეს თქვენსა და ნათესავებს შორის. საყოფაცხოვრებო პრობლემები შეგაწუხებთ, რაც ნერვებს მოგიშლით.
მერწყული - აქტიური, ენერგიული, ლიდერი, ინიციატივიანი. კომუნიკაციის დროა, მეტი ურთიერთობები, შეხვედრები, კონტაქტები, მოლაპარაკებები, მგზავრობა-მოგზაურობა. ფინანსურადაც გაიძლიერებთ შესაძლებლობებს, თუმცა ინვესტიციის შემთხვევაში სიფრთხილე გამოიჩინეთ.
თევზები - ენერგოტონუსი შემცირებულია. ადვილია გაციება, იმუნიტეტი დაბალია, განწყობაც ისე რა. ყურადღებით იყავით სხვათა მოქმედების, დამოკიდებულების, სიტყვების მიმართ. შეამცირეთ ურთიერთობები და გადაერთეთ ინდივიდუალურ საქმიანობაზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მიეცი საკუთარ თავს უფლება, რომ ისიამოვნო ბედნიერებით...“ - 3 აპრილის კოსმოსური ამბები