რომ არ შევცდეთ არჩევანში და გავახაროთ ახლობლები - მნიშვნელოვანია საჩუქარი სწორად აარჩიოთ.
აი, რა უნდა აჩუქოთ ზოდიაქოს ნიშნებს👇
ვერძი
ვერძი დააფასებს ისეთ საჩუქარს, რომელიც ლამაზად გამოიყურება: ლამაზ ტანსაცმელს, სამკაულს ან სუნამოს, დეკორატიულ კოსმეტიკას, ან სპორტულ აქსესუარებს. მშვენიერი იდეაა აჩუქოთ მას სპორტ-დარბაზის აბონემენტი.
კურო
კუროს ისეთი საჩუქარი გაუხარდება, რომელსაც ხელში დაიჭერს და რომელიც დიდხანს მოემსახურება: ფარანი, ან რაიმე პრაქტიკული სუვენირი, ოთახის დეკორისთვის. ასევე, გაუხარდება ლამაზი ტყავის საფულე, ყულაბა, ლატარიის ბილეთი, ან გემრიელი სასუსნავები.
ტყუპები
გაუხარდებათ კარგი წიგნი, ახალი სმარტფონი, ლამაზი ჟურნალი, ძვირფასი კალამი, ან საქმიანი დღიური. ასევე, ციგურები, თხილამურები და გორგოლაჭები.
კირჩხიბი
აჩუქეთ რეტრო-საჩუქარი. ფაიფურის თოჯინა, პლუშის დათუნია, ძველებური სამელნე, ან წიგნი-მემუარები რომელიმე ცნობილი ადამიანის. ასევე, - პაზლი, ან რაიმე ინტელექტუალური თამაშები. ძალიან გაუხარდებათ კარგი ვიდეოკამერა და ძვირფასი ღვინო.
ლომი
ლომს მოეწონება დახვეწილი სამკაული, ლამაზი საათი, ნატურმორტი, ალბომი ხელოვნებაზე, ხელნაკეთი ნივთები.
ქალწული
შეურჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელსაც პრაქტიკული ქალწული ყოველდღიურად გამოიყენებს. ლამაზი ჭურჭელი, ორიგინალური რეცეპტების წიგნი, არომატული ზეთების კრებული, ძვირფასი ოთახის მცენარე, ან შინაური ცხოველი.
სასწორი
რაც უფრო დახვეწილი იქნება, მით უკეთესია. გაუხარდება რომელიმე ვარსკვლავის კონცერტის ბილეთი, ან მოსაწვევი იაპონურ წვეულებაზე, აბრეშუმის თეთრეული, მაქმანებიანი ხელსახოცი, აბრეშუმის ყელსახვევი, აღმოსავლური მარაო, დახვეწილი კოლიე, ან ქალური არომატის მქონე სუნამო. მათ გაუხარდებათ ყველაფერი, რაც ცხოვრებას სასიამოვნოს, მსუბუქს და ძალიან ესთეტიკურს გახდის. არ დაგავიწყდეთ ლამაზი შეფუთვა!
მორიელი
მოეწონება ნივთები-ტრანსფორმერები: ქოლგა-ჯოხი, საკიდი-ფარანი, ორფერი შარფი, ან ჟილეტი, რომელიც ორი მხრიდან იცმევა. ”კამასუტრა”, ან წიგნი ტაილანდურ მასაჟზე, ასევე, სასაჩუქრე ვაუჩერი პარაშუტიდან გადმოხტომაზე. მთავარია, საჩუქარი ამაღელვებელი იყოს...
მშვილდოსანი
განსაკუთრებით იზიდავს ეგზოტიკა. ყველაზე მეტად მოგზაურობა გაუხარდება. ან ყველაფერი, რაც მას უკავშირდება: საგზაო აქსესუარი, ორიგინალური ეთნიკური სუვენირი, ძველებური ქანდაკება, დისკი - უცნაური მუსიკით, მექსიკური ხალიჩა და ა.შ.
თხის რქა
აფასებენ სიმშვიდეს და მარტოობას. ამიტომ, „ინტელექტუალური” საჩუქარი მოეწონებათ. მაგალითად, ”ჭკვიანი” გაჯეტები, ჭადრაკი, სოლიდური წიგნი, გაჯეტები მზის ელემენტით, გამძლე საათი და ა.შ.
მერწყული
მათ მოეწონებათ სიახლე. მაგალითად, სმარტფონის ახალი მოდელი, ახალი ბესტსელერი, აქტუალური გაჯეტი, რეცეპტების წიგნი, ”ჯადოსნური” სანათი და სხვა.
თევზი
ვარსკვლავური ცის ატლასი, ტაროს კარტი, არომატული სანთლები, ჩინური „ცვლილებების წიგნი”, დისკი - წვიმის ხმებით რელაქსაციისთვის, ნივთები, მითოლოგიური ფიგურებით. შეარჩიეთ ისეთი საჩუქარი, რომელიც მისტიკურ ხასიათს ატარებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ოჰო, ცეცხლი ხარ...“ - მარიამ შენგელია ახალ კადრებს აქვეყნებს
⭕„რა სილამაზე ხარ...“ - ნინი ქარსელაძის ახალი ფოტოები სოცქსელიდან
წყარო: www.beaumonde.ge