Digest Logo

„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პესიმისტურ და დეპრესიულ ფიქრებს“ - ცაგარელი

1655186301
ცაგარელი ასტროლოგი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:59-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მართალია, მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქალურ ღერძზე პიკს 15:53 საათზე მიაღწევს, მაგრამ მთელი დღე რთული და დაძაბული იქნება. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა. მოერიდეთ ეგოიზმს, ეჭვიანობას და აგრესიის გამოვლენას, არ აჰყვეთ პესიმისტურ და დეპრესიულ ფიქრებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და სულიერი განვითარებისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ტურისტული ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ფულის სესხება და ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას.მოერიდეთ ცივი სასმელის და საკვების მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, იისფერი, ყვითელი და შინდისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, გიშერი, ქარვა და ნეფრიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

ასევე დაგაინტერესებთ

🎥 „ეს ამბავი სახლიდან ძალიან ახლოს მოხდა, წავედი საავადმყოფოში, მაგრამ ვერ ვნახე“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ნიკო კვარაცხელიას საცოლესთან

🎥 ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა - მან კბილებით 47 ტონა გასწია

„სამშობლოს დასაცავად ომში ორივე ფეხი, მარცხენა ხელის მტევანი და მარჯვენა ხელის თითები დაკარგა“ - რას წერს ქეთი ქარდავა