ღამის ცაზე მოელვარე მთვარის დისკი ყოველთვის იპყრობდა ადამიანთა ყურადღებას. მთვარეზე ლეგენდებს თხზავდნენ და მას თითქმის ისეთივე თაყვანისცემით ეპყრობოდნენ, როგორც მზეს.
ჯერ კიდევ უძველეს ხანაში ადამიანებმა შენიშნეს, რომ მთვარე დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებზე ახდენს გავლენას, ხოლო ეს გავლენა მისი ფაზების მონაცვლეობით არის განპირობებული.
მთვარე ისეა განლაგებული, რომ მუდმივად მზის სინათლეს ირეკლავს. ზოგჯერ განათებულია მისი მთელი დისკი, ზოგჯერ - მხოლოდ ნაწილი, ხოლო ზოგჯერ მთვარე მთლიანად ეფლობა სიბნელეში. სწორედ ამ ცვლილებებს, რომლებიც მთვარის განათების ხარისხს უკავშირდება, მთვარის ფაზებს უწოდებენ.
უძველესი ნიშნებისა და ცრურწმენების ადგილი თანდათან მეცნიერულმა დაკვირვებებმა დაიკავა. კვლევებმა აჩვენა, რომ მთვარის ფაზების ცვლა მართლაც ახდენს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. მთვარის გრავიტაციული ველი დედამიწაზე იწვევს მოქცევებსა და მიქცევებს, გავლენას ახდენს მცენარეთა ზრდაზე. თითქმის ყველა მებაღე იყენებს მთვარის კალენდარს, რომლის მიხედვითაც ნერგების დარგვისა და განოყიერებისთვის არსებობს ხელსაყრელი და არახელსაყრელი დღეები. მეტიც, მთვარე პირდაპირ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. სავსემთვარეობის პერიოდში იზრდება უბედური შემთხვევებისა და დანაშაულის რაოდენობა, ხოლო ფინანსისტები იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ მსოფლიო ბაზრების ინდექსები გარკვეულწილად მთვარის ფაზების ცვლილებებთან არის დაკავშირებული.
ერთი სიტყვით, მთვარე მხოლოდ დედამიწის თანამგზავრი კი არ არის, არამედ ჩვენი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრიცაა. ვინ იცის, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, ან საერთოდ იარსებებდა თუ არა სიცოცხლე დედამიწაზე, მთვარე რომ არ არსებობდეს.
მთვარის ფაზებისა და მთვარის დღეების გავლენის ცოდნა ყველასთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც საკუთარი ცხოვრების უკეთ გააზრება და მართვა სურს. თანამედროვე ცოდნა მთვარის შესახებ აღარ ეფუძნება მხოლოდ ლეგენდებს, ვარაუდებსა და ხალხურ ნიშნებს - ის მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებისა და დაკვირვებების შედეგია. თუმცა ჩვენი წინაპრების გამოცდილების სრულად უგულებელყოფაც არ იქნებოდა სწორი.
მთვარის გავლენის განმარტებისას ჩვენ ვითვალისწინებთ იმ სიმბოლოებსა და საკრალურ სახეებსაც, რომლებითაც ღამის მნათობი უძველესმა ადამიანებმა შეამკეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიყვარული...“ - ეთერ ლიპარტელიანი ქმართან ერთად პოზირებს
⭕„ისეთი ლამაზი ხარ, გულს უხარია მუდამ შენი ხილვა“ - შორენა ბეგაშვილი ახალ ფოტოს გვიზიარებს