სავსემთვარეობის რიტუალი: „თხის რქის ურყევი მწვერვალი“ - რადგან დღეს მარსის სამშაბათია და სავსე მთვარე თხის რქაშია (97.7%):
აიღეთ ყველაზე მყარი ქვა, რაც კი სახლში გაქვთ (ან მეტალის ნივთი), დადეთ ხელისგულზე, დახუჭეთ თვალები და მკაფიოდ წარმოიდგინეთ თქვენი მთავარი მატერიალური ან კარიერული მიზანი.
თქვით: „მარსი მჩუქნის ძალას, თხის რქის სავსე მთვარე — სიმტკიცეს. ჩემი შრომა ფასდება, ჩემი ავტორიტეტი მყარდება. მე მივიწევ წინ თავდაჯერებულად და ვიპყრობ ჩემს მწვერვალს! ჩემი ბარაქა მუდმივია, ჩემი ნება — ურყევი!“.
დადეთ ეს ქვა სამუშაო მაგიდაზე, როგორც შენი წარმატების ამულეტი.
• რატომ მუშაობს: სამშაბათი მარსის დღეა (მოქმედება, ნება), თხის რქა კი მიწის სტიქიის ყველაზე ამბიციური ნიშანია. სავსემთვარეობის ამ გრანდიოზულ კულმინაციაში ეს რიტუალი გეხმარება ენერგიის კონკრეტულ, მატერიალურ შედეგებზე მიმართვასა და ბარაქის მოზიდვაში.
დაე, ძალა იყოს ჩვენთან !
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 2 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„არ გირჩევთ სესხის და ვალის აღებას“ - 2 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი