Digest Logo

„სექსუალური ენერგია განსაკუთრებით ძლიერი იქნება, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ საყვარელ ადამიანს“ - თაკო მელიქიშვილი 16 ოქტომბერზე

1792130701
თაკო მელიქიშვილი

🔥 16 ოქტომბერი ძლიერი ენერგიის დღე: სწორად მიმართეთ ეს ენერგია! დღეს საოცარი დღეა, დღის ენერგიებია 7 • 9 • 7!

ენერგია იმდენი იქნება, რომ მთავარია, ნერვიულობას, შფოთვასა და სხვის პრობლემებს არ შეალიოთ.

🏃‍♀️ დილა ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ - ეს აუცილებელია! 15–20 წუთი წარმოსახვით თოკზე იხტუნეთ, იცეკვეთ, თეძოები აამოძრავეთ და ენერგია მთელ სხეულში აამუშავეთ. თუ სპორტდარბაზშიც წახვალთ, ეს უკვე ნამდვილი ჯეკპოტი იქნება!

👗 დღეს პარასკევია, ამიტომ აუცილებლად მოიწესრიგეთ თავი და ლამაზად ჩაიცვით!

გუშინ მომწერეს: „თქვენ სულ ამბობთ, რომ უნდა მოვიწესრიგოთ თავი“.  შეგიძლიათ, როგორც გინდათ, ისე ჩაიცვათ - მე მხოლოდ გიზიარებთ იმას, რაც განწყობის ამაღლებასა და სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ!

დღეს სარკეში ჩაიხედეთ და გაიფიქრეთ: „ღმერთო, რა ლამაზი ვარ!“ .

❤️‍🔥 9-ის მისიის გავლენით, დღეს სექსუალური ენერგია განსაკუთრებით ძლიერი იქნება. სწორად მიმართეთ: ჩაეხუტეთ, აკოცეთ და მოეფერეთ საყვარელ ადამიანს. დილიდან სიყვარულით სავსე ურთიერთობა მთელი დღისთვის დაგმუხტავთ!

⚠️ სხვის პრობლემებში ზედმეტად ნუ ჩაიძირებით. შეიძლება ყველას დახმარება, მოსმენა და გადარჩენა მოგინდეთ, მაგრამ სხვის ცხოვრებას თქვენ ვერ გადაწყვეტთ. დაეხმარეთ მათ, ვინც ამას ნამდვილად გთხოვთ, და არავის მისცეთ უფლება, თქვენი ენერგია გამოგაცალოთ.

🏆 რეალიზაციაში შვიდიანი აღიარებას მოგიტანთ. დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, მოისმინოთ: „მადლობა, მხოლოდ შენ დამეხმარე“, „რა ლამაზი ხარ!“ ან „შენს გარეშე ვერ გავუმკლავდებოდი“. დაეხმარეთ ვინმეს, მხარი დაუჭირეთ საქმით ან უბრალოდ ისე გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები, რომ სხვებმა თქვენი ფასი დაინახონ.

🚶‍♀️ მეტი იმოძრავეთ და ახალი გზებით იარეთ. ახალი მარშრუტი, ახალი ადგილი, ცეკვა, სპორტი და აქტიურობა მოზღვავებული ენერგიის წარმატებად, ფულად და რეალიზაციად ქცევაში დაგეხმარებათ.

🧂 მარილის განახლებაც არ დაგავიწყდეთ! მარილის ჭურჭელში ახალი მარილი ჩაყარეთ და ამ დროს ბედნიერებაზე, სიყვარულზე, ფინანსურ სიუხვეზე და სურვილების ასრულებაზე იფიქრეთ.

დღევანდელი წარმატების ფორმულა: სპორტი, სილამაზე, სიყვარული, ახალი გზები და ზედმეტი ემოციების გარეშე! იყავით ყველაზე ბედნიერები, მდიდრები, საყვარლები და რეალიზებულები!

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დასრულდება შინაგანი განწმენდის პერიოდი...“ - რას მოგვიტანს დირექტიული პლუტონი მერწყულში, რამაზ გიგაურის ასტროპროგნოზი

⭕როგორ დავაჩქაროთ საგრძნობლად ტკივილგამაყუჩებლის მოქმედება? - ლევან შელეგიას რეკომენდაცია

⭕ახალი შესაძლებლობები და მოულოდნელი ცვლილებები - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებიც 2027 წელს ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს

✕