Digest Logo

„სექტემბერი ყოველთვის ხმაურიანი მოვლენებით არ მოდის... სცადეთ პატარა პრაქტიკა“ - რას წერს ეზოტერიკოსი

1788521296
შემოდგომა შემოდგომა

კალენდარმა საზეიმოდ გვამცნო, რომ ახალი თვე დადგა. ჩვენმა ძველმა ფიქრებმა, ეჭვებმა და დაღლილობამ კი მშვიდად ჩაალაგეს ჩემოდნები და ჩვენთან ერთად სექტემბერშიც გადმოსახლდნენ. რა თქმა უნდა, დაუპატიჟებლად.

ხშირად ველოდებით, რომ ახალი თარიღი თავისით შეგვიცვლის განწყობას, ძალას მოგვიტანს და საჭირო კარებს გაგვიხსნის, მაგრამ თუ შინაგანად ისევ ეს სიტყვები გესმით:

„მე ამას ვერ შევძლებ“; „მერე დავიწყებ“; „ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის“;  „ვაითუ, ისევ არაფერი შეიცვალოს“,  მაშინ ყველაზე ლამაზმა შესაძლებლობაც კი შეიძლება ჩვენს გვერდით ისე ჩაიაროს, რომ ვერც შევამჩნიოთ.

სექტემბერი ყოველთვის ხმაურიანი მოვლენებით არ მოდის. ზოგჯერ ის ერთი გულწრფელი გადაწყვეტილებით იწყება:

✨ „მე აღარ მინდა ძველი სცენარით ცხოვრება“.

დღეს სცადეთ პატარა პრაქტიკა. დახუჭეთ თვალები რამდენიმე წამით, ღრმად ჩაისუნთქეთ და დაასრულეთ ფრაზა:

✨ „ამ სექტემბერში მე აღარ მომაქვს თან…“.

არ არის საჭირო 48 პუნქტისგან შემდგარი სიის შედგენა.

დაიწყეთ მხოლოდ ერთით. რის დატოვება გსურთ წარსულში? ეჭვების? დაღლილობის? წყენის? ცვლილებების შიშის? იმ ადამიანის ლოდინის, რომელიც საკუთარ თავშიც კი ვერ გარკვეულა?

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ურთიერთობას შვილიან ადამიანთან იწყებთ - 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის შემოდგომა გარდამტეხი პერიოდი იქნება - ასტროლოგების თქმით, მათი ცხოვრება ახალ ეტაპზე გადავა

რა ძალა აქვს მარილის რიტუალს, თუ იღბალმა ზურგი გაქციათ