Digest Logo

სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - „რომანტიკული მიმოწერის, ფლირტის და სასიამოვნო შეხვედრების დროა“

1788350736
ტყუპები ტყუპები

♊️ პირველ სექტემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის სატურნთან და პოზიტიურს მერკურისთან - შეიძლება შეზღუდულად იგრძნოთ თავი ფინანსები გამო. გინდოდეთ რამის შეძენა და ვერ ახერხებდეთ ან შეიძლება მოგიწიოთ ვალის აღებამ, რომ შეიძინოთ რაღაც, ან მეგობრებთან ერთად წახვიდეთ სადმე. არაა გამორიცხული, რომ ფულის გამო დაგეძაბოთ დამოკიდებულება მეგობრებთან.

♊️ 8 სექტემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია აღმავალ კვანძთან - სასიამოვნო და რომანტიკული შეხვედრების დღეა. დააკვირდით ამ დღის მოვლენებს და მინიშნებებს. შეიძლება დღეს დაწყებული საქმე ან ნაცნობობა მომავალში რომანში ან დიდ ბიზნესში გადაიზარდოს. ზოგიერთმა შეიძლება განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, რაც ფულს მოგიტანთ. ან თქვენი შემოქმედება გაიტანოთ უცხოეთში.

♊️ 10 სექტემბერს მერკური სასწორში გადადის - რომანტიკული მიმოწერის, ფლირტის და სასიამოვნო შეხვედრების დროა, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, დღესასწაულებს. დაუთმეთ მეტი დრო შვილების განათლებას, მათთან ერთად რაიმე სასიამოვნოს კეთებას, ინტელექტუალურ თამაშებს, საგანმანათლებლო ადგილების მონახულებას.

♊️ 10 სექტემბერს ვენერა მორიელში გადავა - შეიძლება სამსახურში გააბათ ფლირტი ან რომანი კოლეგასთან. ზოგიერთი დაიწყებთ მეტ ზრუნვას ჯანმრთელობაზე, სხეულის მოლამაზებაზე. შეიძლება გააუმჯობესოთ სამუშაო სივრცე ან საყოფაცხოვრებო პირობები - სახლში.

♊️ 11 სექტემბერს, 7:26-ზე (თბილისის დროით) ახალმთვარეობა გველოდება ქალწულში - სიახლეები გელოდებათ სახლის, უძრავი ქონების სექტორში. მოსალოდნელია შინ სტუმრების მიღება. დაიწყეთ სახლთან დაკავშირებული საბუთების მოგვარება, შეიძლება შეიძინოთ საოჯახო ნივთები.

♊️ 12 სექტემბერს მერკური დაძაბავს ურთიერთობას ნეპტუნთან და ჰარმონიული ასპექტი ექნება პლუტონთან - უნდა მოაგვაროთ უცხოეთთან დაკავშირებული ან ბიუროკრატიული საკითხები, მაგრამ იყავით მაქსიმალურად ფრთხილი და დაკვირვებული, რომ არავინ მოგატყუოთ. აგრეთვე, გაფრთხილდით, თუ უცხოელთან გაქვთ ფლირტი, რომ მოტყუებული არ დარჩეთ.

♊️ 14 სექტემბერს მერკური ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - გენიალური იდეების დაბადების დღეა. შეიძლება დაიწყოთ სწავლა ან ინტელექტუალური საქმიანობა, რაც კიდევ უფრო გამოგარჩევთ სხვებისგან. ზოგადად, უნდა შეძლოთ თქვენი ნიჭის გამოვლენა.

♊️ 15 სექტემბრიდან შავი მთვარე ანუ ლილიტი (ჩვენი ილუზიები, ცდუნება, შიშები) დატოვებს მშვილდოსნის ნიშანს და 9 თვით თხის რქაში იქნება - თუ კრიტიკულად აუცილებელი არაა, ნუ აიღებთ ვალს, სესხს, ან ეცადეთ, მაქსიმალურად გაერკვეთ დეტალებში, რომ მოტყუებული, იმედგაცრუებული არ დარჩეთ. თუ ფულის დაბანდებას აპირებთ, გვერდით გამოცდილი პარტნიორი უნდა გყავდეთ. ზოგადად, ფულის და პარტნიორების თემაა დასარეგულირებელი. აგრეთვე ფრთხილად, თუ აგვარებთ მემკვიდრეობის, ალიმენტის, დაზღვევის საკითხებს.

♊️ 15 სექტემბერს ვენერა დაძაბულ ასპექტს შექმნის პლუტონთან - შეიძლება ზეწოლა იგრძნოთ საყვარელი ადამიანის ან მისი ნათესავების მხრიდან, თითქოს ზედმეტ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას გაკისრებენ. ზოგიერთს უცხოელ კოლეგებთან შეხვედრა და მათგან გამოცდილების მიღება გელოდებათ. იყავით დაკვირვებული, თუ აგვარებთ ბიუროკრატიულ, იურიდიულ საკითხებს.

♊️ 23 სექტემბერს მზე სასწორში გადადის და ამავე დღეს დგება შემოდგომის ბუნიობა - ამ დღიდან მოიმატებს ფლირტის, რომანტიკის განცდა. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გახდება ჰარმონიული. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად, დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს, დღესასწაულებს.

♊️ 26 სექტემბერს, თბილისის დროით, 20:48-ზე სავსემთვარეობა გველოდება ვერძში - შეიძლება დაასრულოთ რაღაც პროექტზე მუშაობა, გამოხვიდეთ იმ ჯგუფიდან თუ კოლექტივიდან, ვისი ინტერესებიც თქვენსას აღარ ემთხვევა. ზოგიერთმა კი შეიძლება დაასრულოთ მეგობრობა ზოგიერთთან.

♊️ 28 სექტემბერს მზე ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - “სიყვარული რომ დაფრინავს“ - ამას იგრძნობთ. შეყვარებული იქნებით ყველაზე და ყველაფერზე და ყველაფრისგან მიიღებთ აღმაფრენას, დაგებადებათ იდეები, დაიწყებთ თქვენი თავის ორიგინალურად გამოვლენას. შეიძლება მოსინჯოთ ძალები აქამდე თქვენთვის სრულიად უცხო სფეროში.

♊️ ამავე დღეს, 28 სექტემბერს მარსი კირჩხიბიდან ლომში გადავა და დარჩება 26 ნოემბრამდე - შეიძლება შეიძინოთ ავტომობილი ან დაიწყოთ მისი მართვა, თუმცა, არ გირჩევთ სიჩქარის გადაჭარბებას. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ რამის შესწავლას. მოერიდეთ კონფლიტს და-ძმებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან.

♊️ 30 სექტემბერს მერკური გადავა მორიელში - სამსახურში მოაგვარეთ საბუთებთან დაკავშირებული, ბუღალტრული საკითხები; სახლში შეაკეთეთ მწყობრიდან გამოსული ტექნიკა, გაყვანილობა. ჩაიტარეთ სამედიცინო გამოკვლევა ან გაიარეთ კონსულტაცია პირად ექიმთან.

ასევე დაგაინტერესებთ:

„შემოსავლის ზრდა, ორმხრივი სიყვარული, სიმშვიდე და კეთილდღეობა“ - როგორ გათავისუფლდეთ ვალებისა და შფოთვისგან

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებსაც 2026 წლის სექტემბერში სანუკვარი ოცნებები აუხდება

„იგრძნობთ გარშემომყოფთა რეალურ განწყობას და შეძლებთ გაუგებრობების თავიდან არიდებას“ - 2 სექტემბრის ტაროლოგიური პროგნოზი