სულ მალე ახალი, 2026 წელი დადგება. აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, ვემშვიდობებით გველს და გადავდივართ ცეცხლოვანი ცხენის წელიწადში.
იქამდე, სანამ მთელი ქვეყანა ახალი წლის დადგომას ერთად ვიზეიმებთ, აუცილებელია მიმდინარე წელი სწორად გავაცილოთ, რათა ჯანმრთელობა, ბარაქა, სტაბილურობა მოვიზიდოთ.
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „დაიჯესტს“ იმ რიტუალებს უმხელს, რომელიც გველის წლის სწორად გაცილებაში დაგეხმარებათ.
საახალწლო სუფრაზე მხოლოდ რამდენიმე რამ დაგჭირდებათ; სანთელი, ორი სიმბოლო: გველი და ცხენის, 1- ლარიანი მონეტა და ნალის ფიგურა:
„2025 წელს უნდა დავტოვოთ ყველაფერი ცუდი. აუცილებელია დაშვებული შეცდომების ანალიზი, რა შეგეძლოთ გაგეკეთებინათ და არ გააკეთეთ. ამას სჭირდება ფიქრი:
‼️ ვის აწყენინეთ?
‼️არის საშუალება გამოსწორების, ურთიერთობის აღდგენის?
‼️სად და რატომ მოიქეცით ისე, რომ შემდეგ საკუთარი თავი შეგზიზღდათ?
‼️იქნებ, რაღაც ძალა მოქმედებს თქვენზე, ფლობთ საკუთარ თავს თუ არა? კითხვები უნდა დასვათ.
ანალიზის შემდეგ უნდა დაისახოს გზა, როგორ შეიძლება ეს გამოსწორდეს. არ არსებობს ვარიანტი, რასაც ვერ გამოასწორებს ადამიანი. სხვა საქმეა, თუ არ უნდა, თავის შეწუხება არ სურს.
მთავარი რიტუალი უნდა ჩავატაროთ 31 დეკემბერს 12 საათამდე ნახევარი საათით ადრე.
✅ ზუსტად 23:30 საათზე წითელი ფერის სანთელი აანთეთ და წინა წელს მადლობა გადაუხადეთ ყველაფრისთვის. თუ ცუდი იყო, ე.ი. მან მოგაშორათ უარყოფითი და გაგათავისუფლათ.
რეალურად, ცხენის წელი შემოდის 17 თებერვალს, ჩვენ კი წინსწრებით ვხვდებით ახალ წელს. ამიტომ რა უნდა ვქნათ? მაგიდაზე უნდა გვქონდეს ორი სიმბოლო: გველის და ცხენის.
თუ ახლა გველი გადაწიეთ უკანა პლანზე, გაგიბრაზდებათ, ამიტომ წინ დაუდეთ ცხენი.
გველს წინ დაუდეთ ყველის პატარა ნაჭერი, ცხენს კი - შაქრის ნატეხი და ვაშლი.
ასევე, მაგიდაზე დადგით ერთი ცალი სანთელი. წითელი ფერი ჯობია, მაგრამ თუ არ გაქვთ, ყვითელიც წავა. ვანთებთ ახალ წლამდე, ვისტუმრებთ ძველ წელს და ეს სანთელი აგრძელებს წვას. მიულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი და აგრძელებთ სანთელთან მუშაობას. სთხოვეთ სანთელს ნებისმიერი სურვილი, ოღონდ ფინანსური არა! თუ გირჩევნიათ ჩამოწერა - კი ბატონო, მერე დრო და დრო უნდა წაიკითხოთ.
მთავარია, იყოს მხოლოდ ერთი თხოვნა!
თუ წინა წელს რამე გქონდათ დაწერილი, ნახევარი საათით ადრე დაწვით!“, - ამბობს ცაგარელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი - ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის