Digest Logo

შავი მთვარის {ლილიტის} ტრანზიტი თხის რქაში: ვის ელის 9-თვიანი გამოცდა

1787743528
აქუბარდია თამარი

ასტროლოგიურ სამყაროში უმნიშვნელოვანესი პროცესები იწყება. 16 სექტემბრიდან ტრანზიტული შავი მთვარე {ლილიტი} თხის რქის ნიშანში შედის, სადაც მომდევნო 9 თვის განმავლობაში დარჩება. ასტროლოგების შეფასებით, ეს პერიოდი გარდამტეხი იქნება როგორც თითოეული ადამიანის შინაგანი არჩევანისთვის, ისე ქართული პოლიტიკური სპექტრისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის.

ქართულ პოლიტიკურ პროცესებზე, მოსალოდნელ კრიზისებსა და სისტემურ ცვლილებებზე ასტროლოგ თამარ აქუბარდიას პროგნოზს გთავაზობთ:

„თხის რქაში შავი მთვარე ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ტირანიას აღვივებს.

თხის რქის არქეტიპი პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლებას, მართვის სისტემებსა და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას, ხოლო ლილიტის შესვლა ამ ნიშანში ყველაზე ბნელ და დაფარულ ვნებებს ზედაპირზე ამოიტანს.

თხის რქაში შავი მთვარე ადამიანებსა და სისტემებს ორ უკიდურესობაში აგდებს: ერთი მხრივ, ეს არის ავტორიტარიზმი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მახინჯი, ჩაკეტილი სისტემების შექმნა, ხოლო მეორე მხრივ  საკუთარი ღირსების დაკარგვა და სისტემისადმი ბრმა, მონური მორჩილება.

ამ ტრანზიტის დროს განსაკუთრებით ბლოკირდება ადამიანურობა, სიბრალული და ჯანსაღი ემოციები, რასაც ცივი, გათვლილი ინტერესები და კარიერული გამორჩენა ანაცვლებს.

ამ პერიოდში აშკარა გახდება სახელმწიფო სტრუქტურების, საჯარო მოხელეებისა და ინსტიტუტების უპასუხისმგებლობა და გულგრილობა. მოსალოდნელია კორუფციული სქემების, ფინანსური თაღლითობებისა და პოლიტიკურ სპექტრში დიდძალი ღალატის აშკარა ზედაპირზე ამოტივტივება.

ისტორიულად, თხის რქაში „ლილიტი“ 1991 წელსაც იმყოფებოდა, როდესაც გიგანტური საბჭოთა სისტემა საბოლოოდ ჩამოინგრა. იმისათვის, რომ საზოგადოებამ და თითოეულმა ინდივიდმა ეს 9-თვიანი რთული პერიოდი მინიმალური დანაკარგებით გაიაროს, მთავარი პირობა შინაგან სინდისთან კომპრომისზე არ წასვლაა.

ეს არის მთავარი გამოცდა, არ გადააბიჯოთ შინაგან ღირებულებებს არც ძალაუფლების მოპოვების და არც შიშის გამო. ურთიერთობებში ჩართეთ ემოციები და სიბრალული, ნაცვლად ცივი კონტროლისა და სხვების დამორჩილებისა“,- ამბობს თამარ აქუბარდია.