იუპიტერის ერთ წლიანი ტრანზიტი ლომში. რა ტენდენციებს გვთავაზობს იუპიტერის ლომში გადასვლა და ვისთვის იქნება სასიკეთო? - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს სოციალურ ქსელში ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე გვიზიარებს:
🔹2026 წლის 30 ივნისს წარმატების, იღბლის, სწავლისა და სოციალური ექსპანსირების პლანეტა იუპიტერი, დატოვებს კირჩხიბის ♋️ ზოდიაქოს ნიშანს და გადავა ლომის♌️ ზოდიაქოს ნიშანში, სადაც იმოძრავებს 2027 წლის 26 ივლისამდე.
✅ ზოგადი ტენდენციები: მოიმატებს ამიციურობა სოციალურ საკითხებში, გაიზრდება თვითდამკვიდრების, ლიდერობის, საკუთარი შესაძლებლობებისა და ცოდნის გამოვლინების სურვილი.
✅ პოზიტიურ ვარიანტში ყურადღება დაეთმობა შემოქმედებით საკითხებს, მეტად განვითარდება ხელოვნება, კინო, თეატრი და ისეთი სფეროები სადაც სცენაზე დგომა და თვითგამოხატვაა საჭირო.
საზოგადოებაში გამოჩნდებიან მეტად ქარიზმატული, ლიდერული თვისებების მქონე პიროვნებები, რომლებიც ყურადღებას მიიქცევენ. ყურადღება დაეთმობა ისეთ საკითხებს რაც დაკავშირებულია ბავშვებთან, განათლებასთან, შემოქმედებით პროექტებთან და სპორტთან. კარგი პერიოდია სპორტული აქტივობებისთვის, პირველობისთვის ბრძოლისთვის, ამ პერიოდში გაიმარჯვებს ის ვინც იქნება უფრო თამამი, თავდაჯერებული და დემოსტრაციული.
🔸ნეგატიურ გამოვლინებაში შეიძლება იყოს ამპარტავნება და სნობობა სოციალურ ურთიერთობებში, ადამიანებმა შესაძლებელია დაიწყონ საკუთარი მნიშვნელობისა და შესაძლებლობების გაზვიადება.
ასევე შესაძლებელია იგრძნოთ გადაჭარბებული სწრაფვა ფუფუნებისკენ, მფლანგველობისკენ და მოიმატოს აზარტულობამ რაც ფინანსური დანაკარგებს გამოიწვევს.
ამ პერიოდში შეეცადეთ მოერიდოთ თამამ დაპირებებს, არ იყოთ გადაჭარბებულად თავდაჯერებულები და საკუთარ თავზე კონცენტრირებულები.
🔷იუპიტერის ეს ტრანზიტი პირველ რიგში სასიკეთო იქნება მათთვის, ვისაც პირადი პლანეტები ჰყავთ ლომში, შემდეგ ვერძში და მშვილდოსანში. პოზიტიურ შანსებს გარესამყაროდან ასევე მიიღებენ სასწორები და ტყუპები.
მერწყულებმა, მორიელებმა და კუროებმა კი განსაკუთრებით გაითვალისწინეთ ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციები რადგან ნეგატიურ გამოვლინებას თავი აარიდოთ“,- წერს აკაკი გოგოლაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕„ლეჩხუმი საქართველოს მარგალიტია...“ - გიორგი ნიკოლავას ახალი კადრები
⭕ „ღმერთის მონობა – არის თავისუფლება, იმიტომ, რომ...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე