ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„ღმერთის მონობა – არის თავისუფლება,
იმიტომ, რომ ის შენი მამაა,
ის არ არის ტირანი,
ის არ არის უზურპატორი,
ის არ არის დიქტატორი,
ის არის შენი მამა.
ამიტომ,
მასთან მყოფობა თავისუფლება განიჭებს,
და გარდა ამისა – ის თავად არის თავისუფლება,
მისი სიცოცხლე არის თავისუფლება
და თავის სიცოცხლეს რომ გაძლევს – ეს მარადიული სიცოცხლე თავად არის თავისუფლება,
გესმით?!
ამიტომ,
ჩვენში რომ ღმერთია, ჩვენ უკვე თავისუფალნი ვართ,
იმიტომ, რომ მხოლოდ ღმერთის სიცოცხლეა თავისუფლება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕რა არის სასიკეთო და რისგან უნდა შეიკავოთ თავი? - 30 ივნისის მეტაფიზიკური პროგნოზი