Digest Logo

🎥 „შეგიძლიათ ყოველგვარი დავა აღმოფხვრათ, თუმცა ემოციურობა გაიზრდება, ამიტომ ჯობს სერიოზული განაცხადები არ გააკეთოთ“ - 30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

1730268762
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიური პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 30 ოქტომბრის შესახებ საუბრობს.

„მთვარე კლებაშია, მოძრაობს სასწორის ზოდიაქოში, არ აქვს არც ერთი ნეგატიური ასპექტი. აქვს ჰარმონია იუპიტერთან და ვენერასთან, შესაბამისად არაჩვეულებრივი და შესანიშნავი დღეა.

ეს დღე შეიძლება გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად. შესაძლებლობები მოდის უთანხმოების და კონფლიქტების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ ყოველგვარი დავა აღმოფხვრათ, თუმცა ემოციურობა გაიზრდება, ამიტომ ჯობს სერიოზული განაცხადები არ გააკეთოთ.

ჯობს თავი შეიკავოთ შორს გამგზავრებისგან, ნუ იქნებით კრიტიკულები, ბინძური სამუშაოებით ნუ დაკავდებით. მცირე შესყიდვები შეგიძლია გააკეთოთ, ოღონდ არა მსხვილ მასშტაბიანი ინვესტირება.

დიპლომატია, შემოქმედებითი შთაგონება, მეგობრულობა, სტუმართმოყვარეობა იქნება აქტუალური და აქტიური“, - ამბობს ხათუნა ნოელი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამიხარდა, რომ საშიში არ ვარ...“ - რატომ შეცვალა წამყვანის კითხვა ანზორ ოდიშარიამ?

🎥 ალექსი და სტელა - შთამბეჭდავად შესრულებული ჰიტი „ნიჭიერის“ სცენაზე

🎥 „სხვა და სხვა დროს ჩაწერა თავისი პარტნიორები, მეუღლე და საყვარელი... ისეთი მისტიკური ინფორმაცია რაც საქართველოში არის, ბევრ ქვეყანას შურს...“ - რას ჰყვება ანზორ ოდიშარია?