Digest Logo

„შეიძლება გაიზარდოს მოტყუების, შურის, ინტრიგების, აგრესიის ან ფარული მტრობის გამოვლინება...“ - მარსის ტრანზიტი თევზების ნიშანში

1772785432
მარსის ტრანზიტი თევზები

                                              მარსის ტრანზიტი თევზების ნიშანში
                                                       (2 მარტი - 9 აპრილი)

როდესაც მარსი თევზების ნიშანში გადადის, მისი ენერგია ძალიან თავისებურად ვლინდება.
თევზები ზოდიაქოს ყველაზე იდუმალი ნიშანია, სადაც ხშირად რთულია გაარკვიო რა არის სინამდვილე და რა - ილუზია. ამიტომ ნებისმიერი პლანეტის გავლენა ამ ნიშანში ყოველთვის იდუმალებით იმოსება. მარსის შემთხვევაში კი დადებითი ასპექტებიც ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სიმშვიდეს და სიცხადეს.

ამ პერიოდში აქტიურობა არ ჩერდება, თუმცა ხშირად უხილავ ფორმას იღებს. ადამიანები მოქმედებენ, მაგრამ მათი ნამდვილი მოტივები შეიძლება დამალული იყოს. ზედაპირზე რასაც ვხედავთ, ხშირად არ ემთხვევა იმას, რაც რეალურად ხდება. ბევრი რამ კულისებში ვითარდება და მოვლენების რეალური მიზეზები მხოლოდ ნაწილობრივ ჩანს.

მარსი თევზებში ხშირად აღვიძებს ძლიერ სურვილს, დაეხმაროს მათ, ვინც საკუთარ პრობლემებსა და ტკივილზე საუბრობს. ჩნდება ემპათია და დახმარების ძლიერი იმპულსი. თუმცა მარსი იშვიათად ცდილობს დეტალების გადამოწმებას. რასაც ხედავს, იმას იღებს რეალობად. ამიტომ ასეთ პერიოდში მარტივად შეიძლება გაჩნდეს სიბრალულის განცდა, რასაც ზოგჯერ არაკეთილსინდისიერი ადამიანები იყენებენ. სწორედ ამიტომ ამ დროს ხშირად ჩნდება ყალბი საქველმოქმედო ინიციატივები ან სხვადასხვა მანიპულაცია.

ამავე დროს, სწორედ ასეთ პერიოდში აქტიურდება ნამდვილი ქველმოქმედებაც - ადამიანები უფრო სწრაფად ეხმაურებიან დახმარების მოწოდებებს, აგროვებენ ნივთებს, ფულს ან სხვა რესურსებს მათთვის, ვინც დახმარებას საჭიროებს. თუმცა ეს იმპულსი ხშირად დროებითია. ადამიანი შეიძლება ერთჯერადად ჩაერთოს და შემდეგ კვლავ ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. მიუხედავად ამისა, როცა მარსი მოქმედებს, ის ამას გულით აკეთებს და შედეგიც ხშირად რეალური და პრაქტიკულია.

მარსი ბუნებით ძალიან პირდაპირია და დამალვა არ უყვარს. ამიტომ თევზების ნიშანში მისი მოძრაობა ზოგჯერ აჩენს იმას, რაც ადრე დაფარული იყო. შეიძლება გახდეს ცნობილი ფაქტები, რომლებიც აქამდე კულისებში რჩებოდა. ზოგჯერ ეს კეთილ საქმეებს ეხება, თუმცა ხშირად უფრო პრობლემური თემებიც გამოდის ზედაპირზე. ადამიანების ცხოვრებაში ისიც შეიძლება გამოვლინდეს, რისი საჯაროდ გამოტანაც არ სურთ.

ეს პერიოდი ხშირად წარსულთან დაკავშირებულ მოვლენებსაც ეხება. შეიძლება გააქტიურდეს ძველი ისტორიები, დავიწყებული პრობლემები ან ადრე ჩადენილი შეცდომების შედეგები. ამიტომ ნეგატიური მოვლენები, რომლებიც ამ დროს ხდება, როგორც წესი, შემთხვევითი არ არის - ისინი ხშირად წარსულის გაგრძელებაა.

ამ პერიოდში შესაძლებელია სხვადასხვა სკანდალის, გახმაურებული ფაქტების ან თაღლითური სქემების გამოვლენა. თუმცა სრული სიმართლე იშვიათად ჩანს. მარსი სწრაფად რეაგირებს, მაგრამ დიდხანს და სიღრმისეულად არ იძიებს. ამიტომ ხშირად მხოლოდ ნაწილი ხდება ცნობილი, ხოლო დანარჩენი კვლავ ჩრდილში რჩება. ზოგჯერ სკანდალებიც კი შეიძლება ხელოვნურად იყოს შექმნილი, რათა რეალური პრობლემები დამალოს. თუმცა ისიც ხდება, რომ სრულიად შემთხვევით ხდება დაფარული ინფორმაციის გასაჯაროება.

პროცესები შეიძლება არათანაბრად განვითარდეს - ხან გაჩერდეს, ხან ისევ გააქტიურდეს. ზოგჯერ საქმე თითქოს თავისით მიდის, მაგრამ საბოლოოდ პრობლემებს ქმნის კოლექტივში არსებული გაუგებრობა, ფარული დაპირისპირება, ინტრიგები ან ისეთი სიტუაციები, სადაც კონკრეტული პასუხისმგებელი ვერ იკვეთება, თუმცა შედეგი მაინც ზიანის მომტანია.

თუ ამ ტრანზიტს დაძაბული ასპექტები ახლავს, სიტუაციები უფრო რთული ხდება. შეიძლება გაიზარდოს მოტყუების, შურის, ინტრიგების, აგრესიის ან ფარული მტრობის გამოვლინება. ადამიანების ქცევის მიზეზები ხშირად გაუგებარი ჩანს და რთულად ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას. საქმეები შეიძლება შეფერხდეს და თითქოს უხილავ დაბრკოლებებს წააწყდეს.

ამავე დროს ასეთ პერიოდში ხშირად აქტიურდებიან თაღლითები და სხვადასხვა ტიპის ავანტიურისტები. შესაძლოა გაჩნდეს პროვოკაციებიც, ხმაურიანი განცხადებები ან საზოგადოებრივი დაძაბულობის გამოწვევის მცდელობები. ამიტომ ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე, ინფორმაციის გადამოწმება და ემოციური ქმედებებისგან თავშეკავება.

 ასევე დაგაინტერესებთ:

✂️მარტის სარფიანი დღეები თმის შეჭრისთვის ფენშუის მიხედვით

„ყავის დალევამდე წყლის დალევა ძალიან მარტივი ჩვევაა, მაგრამ მას ძლიერ გავლენა აქვს თქვენს ორგანიზმზე“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია

ცნობილია, ვინ იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც ქარელში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

წყარო: www.facebook.com