Digest Logo

„შეიძლება მიიღოთ საიდუმლო ინფორმაცია, რაც შეგიცვლით ცხოვრებას“ - სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელისთვის

1787067251
სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელისთვის

პირველ სექტემბერს მარსი დაძაბულ ასპექტს ქმნის სატურნთან და პოზიტიურს მერკურისთან - უნდა მოაგვაროთ სამედიცინო საკითხები, შეიძლება ჩააბაროთ ანალიზები, გაიაროთ კონსულტაცია უცხოელ ექიმთან, ჩანიშნოთ ოპერაცია. დაკვირვებით მოაგვარეთ იურიდიული და ბიუროკრატიული საკითხები.

8 სექტემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია აღმავალ კვანძთან - სახლში სასიამოვნო სიახლე გელოდებათ, შეიძლება უცხოეთიდან მიიღოთ ფული, საჩუქარი ან ვინმე გეწვიოთ შინ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან.

10 სექტემბერს მერკური სასწორში გადადის - გახშირდება ფარული საუბრები, შეხვედრები. კარგი იქნება, თუ ჩაუღრმავდებით საკუთარ შინაგან სამყაროს. მოგინდებათ წარსულის გახსენება ან იმ ადგილების მონახულება, სადაც ბედნიერი იყავით.

10 სექტემბერს ვენერა თქვენს ნიშანში გადმოვა - მოგინდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა, რამის შეძენა, თავის მოლამაზება. იმატებს ფლირტისა და რომანტიკის სურვილი. მოიმატებს თქვენი შარმი და გახდებით მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის.

11 სექტემბერს, 7:26-ზე (თბილისის დროით) ახალმთვარეობა გველოდება ქალწულში - ჩამოწერეთ რისი მიღწევა გსურთ მომავალში. დაიწყეთ ახალი სპეციალობის, კომპიუტერული ტექნოლოგიების შესწავლა. შეიძლება გახდეთ ახალი ჯგუფის, კოლექტივის წევრი ან დაიწყოთ მუშაობა ახალ პროექტზე თანამოაზრეებთან ერთად. ზოგიერთს შეიძლება ნათლიობა შემოგთავაზონ.

12 სექტემბერს მერკური დაძაბავს ურთიერთობას ნეპტუნთან და ჰარმონიული ასპექტი ექნება პლუტონთან - კარგად გაიგეთ რას გეუბნებიან, განსაკუთრებით სამსახურში ან თუ სამედიცინო სფეროს ეხება საქმე. ყურადღებით იყავით პრეპარატებთან. დააკვირდით სიზმრებს, მინიშნებებს. ზოგიერთს მოგინდებათ განმარტოება და საკუთარ თავში გარკვევა.

14 სექტემბერს მერკური ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - ნუ დააბანდებთ ან ნუ ანდობთ ფულს საეჭვო ადამიანს. შეიძლება მოულოდნელად მიიღოთ ფული ფარული წყაროდან ან დახმარება სახელმწიფო უწყებიდან.

15 სექტემბრიდან შავი მთვარე ანუ ლილიტი (ჩვენი ილუზიები, ცდუნება, შიშები) დატოვებს მშვილდოსნის ნიშანს და მომდევნო 9 თვით თხის რქაში იქნება - ლილიტი გადადის თქვენი ფინანსების სფეროდან და თუ აქამდე გაურკვეველი სიტუაციები იყო, შეფერხებები და დანაკლისები, მოგიწესრიგდებათ. ამ დღიდან გაფრთხილდით მგზავრობისას, საჭესთან. სწავლის დროს იყავით დაკვირვებული. აგრეთვე აკონტროლეთ გამონათქვამები, თქვენი ცუდად ნათქვამი სიტყვა სხვას შეიძლება წყევლასავით აუხდეს.

15 სექტემბერს ვენერა დაძაბულ ასპექტს შექმნის პლუტონთან - რაღაც ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს სიყვარულისა და სახლის თემაში. შეიძლება შექმნათ ოჯახი, დაიწყოთ ბინის მოლამაზება, გაარემონტოთ. ან შეიძლება გრძნობებს აყოლილმა ოჯახი დაანგრიოთ.

23 სექტემბერს მზე სასწორში გადადის და ამავე დღეს დგება შემოდგომის ბუნიობა - ამ დღიდან უნდა შეამციროთ აქტიურობა. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, განმარტოებას, წარსულის გადახედვას. დაასრულეთ საქმეები, გაისტუმრეთ ვალები, მოიცილეთ ძველი და დაზიანებული ნივთები. 1 თვის შემდეგ მზე თქვენს ნიშანში შეამოაბიჯებს და მას ძველისგან გათავისუფლებული უნდა დახვდეთ, რომ ახალი ენერგიით აგავსოთ.

26 სექტემბერს, თბილისის დროით, 20:48-ზე სავსემთვარეობა გველოდება ვერძში - უნდა დაასრულოთ საქმეები სამსახურში. შეიძლება ან თავად წამოხვიდეთ სამსახურიდან ან კოლეგა წავიდეს. თუ მკურნალობდით, გამოჯანმრთელდებით. თუ სახლში რემონტი გქონდათ, დაასრულებთ.

28 სექტემბერს მზე ჰარმონიულ ასპექტს ქმნის ურანთან - რაღაც მისტიკური და მოულოდნელი უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება იოლად გადაწყვდეს ფინანსებთან, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება მიიღოთ საიდუმლო ინფორმაცია, რაც შეგიცვლით ცხოვრებას.

ამავე დღეს, 28 სექტემბერს მარსი კირჩხიბიდან ლომში გადავა და დარჩება 26 ნოემბრამდე - მოერიდეთ უსიამოვნებას კანონის დამცველებთან, სახელმწიფო სტრუქტურებში, უფროსებთან. გააქტიურდით, რომ დაწინაურდეთ, გაიუმჯობესოთ სტატუსი.

30 სექტემბერს მერკური გადავა მორიელში - სწავლის, ინტელექტუალური განვითარების და დეტალებსა და საიდუმლოებებში ჩაძირვის დროა, დაგაინტერესებთ დეტექტივები, ეზოთერიკული ლიტერატურა, ფსიქოლოგია. მოერიდეთ მეტყველებაში ირონიას და სარკაზმს.

აი, ასეთი შეიძლება იყოს სექტემბერი თქვენთვის, ჩემო საყვარელო მორიელებო, მე ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.

წყარო: FB/ ანა მზიანი

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „26.08 ძლიერი ენერგეტიკული დღეა, ამიტომ აიღეთ დაფნის ფოთოლი...“ - თაკო მელიქიშვილი ფულის მოსაზიდ რიტუალს გვიზიარებს

⭕ქეთევან ხატიაშვილი და დავით კაჭარავა იტალიაში მოგზაურობენ - წყვილი რომანტიკულ კადრებს სოცქსელში გვიზიარებს

⭕ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი