 
        
        ტაროლოგი სოციალურ ქსელში 27 ოქტომბრის არკანზე (სიმბოლოზე) საუბრობს, რის მიხედვითაც, აუცილებელია სწორი გადაწყვეტილების მიღება.
მისი თქმით, სამართლიანობა საკმაოდ კარმული კარტია, ამიტომ შეიძლება წარსულიდან სიტუაციების გამეორებასაც ნიშნავდეს, როგორც ჯილდო ან შეიძლება როგორც გაკვეთილი:
„დღის არკანი 27 ოქტომბერი, ორშაბათი: სამართლიანობა.
აუცილებელია სწორი გადაწყვეტილება საკითხში რომელიც გაწუხებთ, შეხედეთ ორივე მხარეს და შეჯამდით სწორ და ჯანსაღ არჩევანზე. სწორი იქნება სიმართლე და საღი აზრის ქონა მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება არც ისე მარტივი იყოს.
სამართლიანობა საკმაოდ კარმული კარტია, ამიტომ შეიძლება წარსულიდან სიტუაციების გამეორებასაც ნიშნავდეს, როგორც ჯილდო ან შეიძლება, როგორც გაკვეთილი. ასევე სამართლიანობა საბუთებთან და სხვა დიპლომატიურ საქმეებთან არის ასოცირებული.
პირადში სამართლიანობა რჩევაა, იყავით გულახდილები და უშიშრები. დაიცავით საკუთარი ბალანსი და პარტნიორთან ეს წინ წაგადგებათ.
კარმული კარტია ამიტომ მოსალოდნელი იქნება სიტუაციები, სადაც ბევრი ფიქრი და გადაწყვეტილებების მიღება შეიძლება იყოს საჭირო“, - წერია გავრცელებულ პოსტში.
ასევე დაგაინტერესებთ:
