Digest Logo

🎥 „ჩვენ ყველანი სავსე ვართ კომპლექსებით, ბავშვს სამი საბაზისო რამ სჭირდება...“ - რა ვიდეომიმართვას ავრცელებს ეკა სვანაძე

1761562059
ეკა სვანაძე

ნეიროფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ჰიპნოთერაპევტი ეკა სვანაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ტრავმებსა და კომპლექსებზე საუბრობს.

მისი თქმით, იმ გზაზე, რასაც ადამიანები გავდივართ, ბავშვს 3 საბაზისო რამ სჭირდება:

„ჩვენ ყველანი სავსე ვართ კომპლექსებით, ყველას სხვადასხვა ტრავმები გვაქვს გამოვლილი სხვადასხვა ეტაპზე, ბავშვობაში, მოზარდობაში, მოწიფულ ასაკში - ტრავმები და კომპლექსები არასდროს  სრულდება! 

ერთს ამუშავებ, უშვებ, თავისუფლდები და მერე მეორე მოდის. 

პატარა ბავშვს სამი საბაზისო რამ სჭირდება:

პირველი - სხეული, რომელიც ჩაეხუტება და დაამშვიდებს.

მეორე - რბილი ხმა, რომელიც ეტყვის, რომ სამშვიდობოსაა.

მესამე - ზრდასრული, რომელიც მის ემოციებს არ გააუფასურებს და არ შეაშინებს“, - ამბობს ეკა სვანაძე.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1571127320967712

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიფრთხილე გამოიჩინეთ ღორის წელს დაბადებულებმა!“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

„მიყვარხარ, გკოცნი უამრავს, შენი „გადაკარგული“ დედა“ - რუსკა მაყაშვილი იუბილარია, მსახიობი 39 წლის გახდა

„ემოციური ფოკუსი ინტიმურ კავშირებზე და ემოციურ სიღრმეზე...“ - 27 ოქტომბრის კოსმოსური ამბები