ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 11 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი 11 თებერვლისთვის
მთვარის დღე — 23 / 24
მთვარის ფაზა — კლებადი მთვარე მშვილდოსანში
ვერძი
დღეს შეიძლება დიდი შენაძენის სურვილი გაგიჩნდეთ. სანამ რამეს იყიდით, კარგად დაფიქრდით ნამდვილად გჭირდებათ თუ არა. მოსალოდნელია გაუგებრობები ახლობლებთან ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი მოუსმინეთ.
კურო
ბევრი ვალდებულება გაქვთ და კომპრომისებზე წასვლა მოგიწევთ. არ დატოვოთ საქმეები დაუმთავრებელი — ეცადეთ საღამომდე ყველაფერი დაასრულოთ. ხშირად შეისვენეთ, რომ ენერგია შეინარჩუნოთ.
ტყუპები
საკმაოდ რთული საკითხების გადაწყვეტა მოგიწევთ, მაგრამ მიიღებთ მნიშვნელოვან გამოცდილებას. შესაძლოა ახალი ინფორმაცია გაიგოთ. საღამოს სახლში წესრიგის მოყვანა დაგამშვიდებთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა ახალი გეგმების დასაწერად და პრიორიტეტების განსასაზღვრად. ეს განწყობას აგიმაღლებთ. დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს და გაახარეთ ახლობლები გემრიელი ვახშმით.
ლომი
აქტიური და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. შესაძლოა სასიამოვნო მოულოდნელობებიც იყოს. პირად ურთიერთობებში დაეყრდენით ინტუიციას და იყავით უფრო რბილი.
ქალწული
საქმეები შედარებით ნაკლებია — დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. შეგიძლიათ ესტუმროთ სალონს ან იზრუნოთ ჯანმრთელობაზე. თქვენი ხიბლი დღეს განსაკუთრებით ძლიერია — კომუნიკაციაში წარმატებას მიაღწევთ.
სასწორი
საინტერესო შეხვედრებითა და პოზიტიური მოვლენებით სავსე დღეა. დაკარგული ნივთის პოვნის შანსიც არსებობს. არ მოგერიდოთ თქვენი წარმატებების გაზიარება — შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.
მორიელი
იზრუნეთ ახლობლებზე — შეიძლება მათი დახმარება დაგჭირდეთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. საღამოს რომანტიკული შეხვედრა კარგი იდეაა.
მშვილდოსანი
დაგროვილმა დაძაბულობამ შესაძლოა ჯანმრთელობაზე იმოქმედოს. მოუსმინეთ საკუთარ სხეულს და ნუ იტყვით უარს დახმარებაზე. მოერიდეთ სიჩქარეს.
თხის რქა
ინტუიცია დღეს ძალიან ძლიერი გაქვთ. იმოქმედეთ გამოცდილი მეთოდებით და დაიცავით წესები. კამათში იყავით თავდაჯერებული და მტკიცე.
მერწყული
შესაძლოა მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყოს. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება — იყავით მოქნილი და აქტიური. კარგი დღეა ხელმძღვანელობაზე შთაბეჭდილების მოსახდენად.
თევზები
შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა. რაღაცები შეიძლება ისე არ წავიდეს, როგორც გეგმავდით, ამიტომ ეძებეთ ალტერნატიული გზები და ენდეთ ინტუიციას“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ნიკა ეგაძემ ფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით