
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში 7 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს და ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აფრთხილებს:
„7 ივნისის ჰოროსკოპი:
მთვარის დღე – 11 / 12
მთვარის ფაზა – მზარდი მთვარე სასწორსა და მორიელში
ვერძი
დღეს მნიშვნელოვანია აკონტროლოთ სიტყვები და ქმედებები – ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება გაგიფუჭოთ იმიჯი. ჯობია ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოუსმინოთ სხვებს. გუნდური მუშაობა წარმატებას მოგიტანთ.
კურო
ქაოსის თავიდან ასაცილებლად, წინასწარ შეადგინეთ დღის გეგმა და მიჰყევით მას. ემოციური გადაძაბულობა და წვრილმანი უსიამოვნებები შესაძლებელია. იყავით ფრთხილი და ყურადღებით შეამოწმეთ შესრულებული სამუშაო.
ტყუპი
ახალი პროექტების დაწყებას ჯობია თავი აარიდოთ, თუ ძველი საქმეები დაუსრულებელია. დღე ხელსაყრელია ძველი თემების დასრულებისა და ყოველდღიური რუტინისათვის. შესაძლოა დღეს მიიღოთ პასუხი, რომელსაც დიდი ხანია ეძებთ.
კირჩხიბი
საწყის ეტაპზე შეიძლება სირთულეებს წააწყდეთ. მთავარი – არ დანებდეთ. იფიქრეთ საბოლოო მიზანზე და შეინარჩუნეთ თავდაჯერებულობა. ნუ გამოხატავთ გაღიზიანებას ირგვლივ მყოფებზე.
ლომი
დღეს შეიძლება წარსული მოგონებები ან სინანული ხელს გიშლიდეთ პროდუქტიულობაში. სასარგებლოა გულწრფელი საუბარი ახლობელთან. რთულ საქმეებს თავი დაანებეთ და დაუთმეთ დრო მარტივ, გადაუდებელ საკითხებს.
ქალწული
დილის ნაწილი შესაძლოა ემოციურად დატვირთული და დაძაბული იყოს. მოსალოდნელია მცირე კონფლიქტები ოჯახში ან მოულოდნელი სირთულეები სამსახურში. იმოქმედეთ მხოლოდ ნაცნობი და მარტივი მიმართულებით.
სასწორი
დღეს არ გირჩევთ გულწრფელ საუბრებს ან პრობლემების გაზიარებას ყველასთან. სიფრთხილე და შინაგანი სიმშვიდე დაგეხმარებათ ნებისმიერი სირთულის გადალახვაში. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ახლობლებს – ისინი მხარში დაგიდგებიან.
მორიელი
დღე შეიძლება მოითხოვდეს სირთულეებთან ან ერთფეროვან საქმეებთან შეჭიდებას. დახმარებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მეგობრებს ან კოლეგებს. საღამო გაატარეთ სასიამოვნო გარემოში, მეგობრების გარემოცვაში.
მშვილდოსანი
გამოიჩინეთ მოთმინება და თავი აარიდეთ ექსპერიმენტებს. კონცენტრირდით რუტინულ საქმეებზე. კომუნიკაცია კოლეგებთან მოგიტანთ სიამოვნებას. კარგი დროა საუბრისა და ურთიერთობების გარკვევისთვის.
თხის რქა
დღე დატვირთულია წინააღმდეგობრივი ტენდენციებით. ემოციურობა მატულობს, ამიტომ საჭიროა ფრთხილი კომუნიკაცია. პოზიტიური განწყობა დაგეხმარებათ საქმეში წარმატების მიღწევაში.
მერწყული
თქვენი განწყობა შესაძლოა ხშირად იცვლებოდეს, რაც იმოქმედებს საქმიანობაზე. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ემოციური კონტროლი. საჭიროებისას დაეყრდენით ინტუიციას. თავი აარიდეთ უარყოფითად განწყობილ ადამიანებს.
თევზები
მნიშვნელობა მიაქციეთ დეტალებსა და მცირე მოვლენებს, რომელმაც შეიძლება დაგაზიანოთ. კარგი დროა ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. საქმეში გამოიყენეთ კრეატიულობა და არასტანდარტული მიდგომები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.