Digest Logo

„შემოაქვს დაბრკოლებები, შეფერხებები...“ - რა გავლენა ექნება სატურნისა და ვერძის ტრანზიტს, ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან

1748010485
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში პერიოდულად ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც სატურნის ვერძის ნიშანში ტრანზიტზე საუბრობს:

„ვისაც გგონიათ, რომ მთავარი გარდამტეხი მოვლენები უკვე დასრულდა, მინდა გითხრათ რომ 25 მაისს სატურნი,
ერთ-ერთი ყველაზე კარმული პლანეტა, იცვლის ზოდიაქოს და ვერძში გადადის. ის აქ 2028 წლის აპრილამდე დარჩება.

აი სწორედ ახალა იწყება ძველი შაბლონების რღვევა, რადგან სატურნი არის სტრუქტურა, ხოლო ვერძი, როგორც ზოდიაქური წრის პირველი ნიშანი - ყველაფრის საწყისი და ახალი ციკლის სათავე.

ეს ტრანზიტი თითქმის სამ წელს მოიცავს, რაც საკმარის დროს გვაძლევს გაკვეთილების შესასწავლად და ინტეგრირებისთვის.

იქნება პერიოდები, როდესაც სატურნი უკან (რეტროგრადულად) იმოძრავებს, ეს პერიოდები საშუალებას მოგვცემს, დავფიქრდეთ, ხელახლა შევაფასოთ და დავიხვეწოთ სატურნისა და ვერძის მიერ მართულ ცხოვრებისეულ სფეროებში.

მნიშვნელოვანია ვხვდებოდეთ, რომ როდესაც სატურნი ახალ ნიშანში შედის, ის აფერხებს ამ ნიშნის ენერგიის თავისუფალ გამოხატვას. იმას შემოაქვს დაბრკოლებები, შეფერხებები და შეზღუდვის განცდა. სატურნი ასევე მართავს დროს და გვახსენებს, რომ სიმართლე და სიბრძნე ხშირად მხოლოდ დროის გასვლის შემდეგ ჩნდება და არა მყისიერი დაკმაყოფილების ან ავტორიტეტის კარნახის გზით.

აქ ცეცხლი ხვდება ფორმას და შეუძლია მოიტანოს ენერგიის სტრუქტურირებაც, და შეზღუდვაც. ცალკე დავწერ ომის შესახებ პოსტს, მაგრამ ახლა მოკლედ ნიშნებზე:

საყურადღებო პერიოდია როგორც თვითონ ვერძებისთვის (მათ ბევრი პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ თავის თავზე), ისე თხისრქებისთვისაც, მით უმეტეს ამ უკანასკნელისთვის სატურნი მათი მმართველი პლანეტაა. და თან ამ ტერიტორიიდან თხის რქის ნიშანში დაძაბულ ასპექტს, კვადრატურას აკეთებს.

ასეთივე კვადრატურას ქმნის კირჩხიბებისთვისაც, ხოლო სასწორებთან ოპოზიციაში მოდის. ანუ იოლი არაფერი არ იქნება.

რაც შეეხებათ მზით მშვილდოსნებს, ლომებს, მერწყულებს და ტყუპებს - სატურნი მათ შრომას დაუფასებს და გარკვეულ ჯილდოებსაც გადასცემს სოციალური მიღწევების სახით.

დანარჩენი ნიშნებისთვის სატურნი მეტ-ნაკლებად ნეიტრალური იქნება. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მხოლოდ ზოგადი შეფასებაა, რადგან თქვენს რუკაში მზის გარდა კიდევ მინიმუმ 8 პლანეტა და რამდენიმე ფიქციური, მაგრამ მნიშვნელოვანი წერტილია“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „მე-4 შვილსაც ვაპირებდი, მეხუთესაც და მეექვსესაც, მაგრამ...“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა ჯანმრთელობის პრობლემაზე

⭕„მამას როგორ ჰგავს“ - სოფია კვინიკაძე 1 თვის შვილთან და მეუღლესთან ერთად პოზირებს

🎥 „პირველად მიმყავდა საღამო ინგლისურად, უცნაური გრძნობაა, მაგრამ ...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუკი კოშკელიშვილი