Digest Logo

🎥 „შესაძლებლობებით აღსავსე პერიოდი იწყება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1773038170
 მიხეილ ცაგარელი

„ეს კვირა კარგია, ამიტომ ეცადეთ, ყველამ მაქსიმალურად გამოიყენოთ. დედამიწა არის პოზიტიურ ენერგოველში“, - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს. 

მისი თქმით ორშაბათი დღე კარგია მანქანის ყიდვა გაყიდვისთვის.

ოთხშაბათს იუპიტერი გამარჯვების მმართველი პლანეტა ხდება დირექტიული(წინმავალი), მატულობს წარმატების ფაქტორი ყველა სფეროში, ასევე კარგია ამ პერიოდში მგზავრობა მოგზაურობა - შესაძლებლობებით აღსავსე პერიოდი იწყება და შანსი წარმატებისა ყველას ემატება. 

მიმდინარე კვირაში 3 გეომაგნიტური დღეა - ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი. 

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისთვის 

ვერძი - ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. არ გადაიღალოთ, რათა არ დაუშვათ შეცდომები. ასევე, ენას კბილი დააჭირეთ და არ გათქვათ საიდუმლოები. შესაძლებლობები გაქვთ უდავოდ კარიერული კუთხითაც არის შანსები წარმატების. 

კურო - გაქვთ სიახლეების და განახლების პერიოდი. მგზავრობა-მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. ყველა კუთხით გაქვთ წარმატების შანსი, ამაში ენერგოტონუსი ხელს გიწყობთ. 

ტყუპები - იმუნიტეტი დაბალია, ადვილად იღლებით დაასვენეთ თავი. ფინანსური კუთხით და კარიერული კუთხით წარმატების შანსი გაქვთ, ასევე სწავლისთვის კარგი პერიოდია. 

კირჩხიბი - ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია, ხართ აქტიურები და მზად ხართ დაეხმაროთ ყველას და დაგეხმაროთ ყველას, გქონდეთ მეტი ურთიერთობა უცხოელებთან, ასევე კარგია პერიოდია მგზავრობისთვის. 

ლომი - ენერგოტონუსი დაბალია, ეცადეთ არ დაიღალოთ. შეიძლება, გათავისუფლდეთ ძველი საქმეებისგან და ვალდებულებისგან, რომელიც გაწუხებდათ. არ გადაიღალოთ, ასევე არ იზარმაცოთ იქ, სადაც საჭიროა მოქმედება. 

ქალწული - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მნიშვნელოვანია აქ პარტნიორული თანამშრომლობა. ეცადეთ, რთული სიტუაციები გადაწყვიტოთ დიპლომატიურად და წახვიდეთ კომპრომისებზე, რათა იყოთ წარმატებულები. 

სასწორი - გაქვთ განსაკუთრებული ამბიციები გინდათ იყოთ ყურადღების ცენტრში, დაასვენეთ საკუთარი თავი, რათა შეძლოთ შესაძლებლობებისა გამოყენება იქ სადაც საჭიროა. 

მორიელი - ენერგია და ჯანი ორმაგდება, გაქვთ სიყვარულის დრო. ბევრ რამეს აგვარებთ ოჯახის წევრებთან. მგზავრობა-მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა, ასევე მატულობს შარმი. თქვენ ხართ ერთ-ერთი ფავორიტი. 

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი დაბალია, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და არ გადაიღალოთ. მნიშვნელოვანი საოჯახო კონტაქტი, მგზავრობა-მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია. 

თხის რქა - აქტიური, შეუპოვარი  და ენერგიულია, ახლა კარგი იქნება კონტაქტები, იმოძრავეთ, ახლა არ გაქვთ გაჩერების უფლება, ჯანიც და ემოციური სტაბილურობაც გიწყობთ ხელს. 

მერწყული - თქვენი პრობლემა არის ჯანმრთელობა, შესუსტებულია თქვენი აურა და მარტივად იღლებით, გამოიძინეთ. შეიძლება, მიიღოთ პრემიები და ბონუსები. შანსებით აღსავსე პერიოდია, მთავარია იაქტიუროთ. 

თევზები  - მზე იმყოფება თქვენ ზოდიაქოს ნიშანში, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ შეაწუხეთ ხალხი. კარგი პერიოდია ყველა კუთხით, არ გაჩერდეთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გელა ბარკალაიას სარვამარტო საჩუქარი რძალს - „ყველაფერი გაქვთ, ამიტომ ვთქვი, ისეთ რამეს გავაკეთებ, რომ ისტორიას დარჩეს...“

⭕„არ გირჩევთ ახალი საქმეების წამოწყებას“ - 9 მარტის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით