დღეს, 5 ნოემბერს მოქმედებს 26-ე მთვარის დღის ენერგია, რომელიც განსაკუთრებულ გაცნობიერებასა და საკუთარ ემოციებზე კონტროლს მოითხოვს.
დღის სიმბოლოებია გომბეშო და ჭაობი, რაც ადამიანის ბნელ მხარეს განასახიერებს.
26-ე დღე მთვარის თვის ბოლო რთული დღეა, რომელიც ახდენს ჩვენი ენერგიის შთანთქმას. ამიტომ, რეკომენდებულია ამ დღის პასიურად გატარება, დამღლელი აქტივობების თავიდან აცილება. შესაძლოა, გაძლიერდეს გაღიზიანება, საკუთარი სიმართლის დამტკიცების სურვილი, კამათისკენ მიდრეკილება და სხვის სიტყვებზე ზედმეტად მძაფრი რეაქცია.
26-ე მთვარის დღის სიმბოლო საკმაოდ ზუსტად ასახავს დღის ენერგეტიკულ თავისებურებას. რაც უფრო მეტად ჩავეფლობით წყენაში, პრეტენზიებში, ეჭვიანობასა და საკუთარი სიმართლისთვის ბრძოლაში, მით უფრო გაგვიჭირდება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.
დღეს ნეგატიური ენერგიის დაძლევის საუკეთესო გზაა დაპირისპირებაზე უარის თქმა და პასიურობა.
სასურველია თავი აარიდოთ აურზაურს და უქმ ლაპარაკს, რაც ასე ადვილად აცლის ისედაც კლებად ენერგიას.
დღის მთავარი რეკომენდაცია: ნუ დახარჯავთ ენერგიას მასზე, რისი შეცვლაც ამ მომენტში თქვენს ძალებს აღემატება.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე, გადაამოწმეთ ინფორმაცია და ნუ მისცემთ ემოციებს თქვენი გადაწყვეტილებების მართვის უფლებას.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება...“ - ბესო ბაციაშვილი 5 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე
⭕„ხელსაყრელია პაემანი, სწავლის დაწყება, ქორწილი...“ - 5 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით