Digest Logo

🎥 „შესაძლოა გაიგოთ ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის არც ისე სასიამოვნო იქნება“ - 15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1752559414
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და ეს დღე მოგცემთ ენერგიას შეძლოთ, შეუძლებელი. 

ერთადერთი რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება არის ის, რომ ორიენტირდით საკუთარ თავზე და არ შეგშურდეთ სხვისი“,  - 15 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რას მოუტანს ეს დღე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ეზოტერიკოსმა ცალკეული ნიშნებისთვის რეკომენდაციები გაგვიზიარა:

ვერძი 

დღევანდელი დღე გაძლევთ საშუალებას, თუმცა ყველაფერი კარგად დაგეგმეთ და ნუ შეეცდებით სიტუაციის კონტროლს, თუმცა არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

კურო

საინტერესო იქნება მეგობრებთან ურთიერთობა, ასევე კარგი იქნება თქვენი პრობლემები გაუზიაროთ სხვას.

ტყუპები

დღეს მნიშვნელოვანი იქნება კარიერული საკითხები, კარგი იქნება მეტად გამოიჩინოთ ინიციატივა და აიღოთ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე. გადადგით ნაბიჯები და იმოქმედეთ. 

კირჩხიბი

საინტერესო დღე გელოდებათ, გიჩნდებათ სურვილი შეიცვალოთ გარემო, ან სცადოთ სრულიად ახალი რამ. კარგი იქნება, გახვიდეთ ქალაქგარეთ ან დაკავდეთ ჰობით.

ლომი

ინტუიცია ძლიერდება, დღეს გაქვთ შესაძლებლობა დაინახოთ ის, რასაც სხვები ვერ ხვდებიან. დაუკვირდით ფიქრებს და შეგრძნებებს, დაინახეთ ყველაფერი, რასაც სამყარო გამოგიგზავნით.

ქალწული

დღეს მთავარი და აქტუალური თემა არის ურთიერთობები, თუ რაიმე დამალული იყო ურთიერთობაში შესაძლოა სწორედ დღეს აეხადოს ფარდა. იყავით გულახდილები, ასევე შესაძლოა გაიგოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენთვის არც ისე სასიამოვნო იქნება.

სასწორი

კარგია დღეს შემოქმედებითი საქმეებით დაკავება. უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში გააკეთოთ.

მორიელი

საინტერესო დღე გელოდებათ. ძლიერი იქნება თქვენი ინტუიცია, შეიძლება მიხვდეთ და დაინახოთ ისეთი რაღაც, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდით.

მშვილდოსანი

აქტიურია ამ დღის ენერგია, მაგრამ არ არის კარგი ზედმეტი სიჩქარე, რადგან შეიძლება გაჩერების მომენტში დაინახოთ ის, რასაც ვერ ამჩნევდი. დღეს მეტი სიმშვიდე და წინდახედულობა მოგეთხოვებათ.

თხის რქა

დღეს შესაძლოა, გაგიჭირდეთ კომუნიკაცია, ან გადაწყვეტილების მიღება. არ იჩქაროთ და ეს დღე მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მერწყული

დღის მთავარი თემა იქნება ფინანსები, თუმცა არა დადებითი კუთხით. არ არის სასურველი შენაძენების განხორციელება.

თევზები

ეს დღე მოგცემთ შესაძლებლობას, რომლის გამოყენებაც მარტივად და კარგად შეგიძლიათ. თუმცა ყურადღება მიაქციეთ შეგრძნებებს და ემოციებს, რათა თავი კარგად იგრძნოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ცნობილია „სადგურის მოედანზე“ ნგრევის დროს დაღუპულების ვინაობა

⭕„კარგი დროა პირადი ან საოჯახო ბიუჯეტის გადახედვისთვის და ხარჯების შეზღუდვისთვის“ - 15 ივლისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან