Digest Logo

„შესაძლოა, გაიზარდოს საყიდლების, საჩუქრებისა და გართობის სურვილი, თუმცა...“ - 29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1795937922
ასტროლოგია

29 ნოემბერი - თავდაჯერებულობა თუ ამპარტავნება?

დღე ძლიერი, ცეცხლოვანი ენერგიით გამოირჩევა. მთვარე ლომში მოძრაობს და უახლოვდება შეერთებას იუპიტერთან, მარსთან და სამხრეთ კვანძთან. ეს კომბინაცია აძლიერებს ამბიციებს, მოქმედების სურვილს, თვითგამოხატვის მოთხოვნილებას და წარსულთან დაკავშირებული საკითხების გააქტიურებას.

მოსალოდნელია ემოციური აღმავლობა, თამამი გადაწყვეტილებების მიღების სურვილი და დაუმთავრებელი საქმეების გაგრძელების იმპულსი. თუმცა მნიშვნელოვანია, თავდაჯერებულობა თვითკმაყოფილებასა და ამპარტავნობაში არ გადაიზარდოს.

ლომში მთვარე ყურადღებას შემოქმედებაზე, სიყვარულზე, პირად რეალიზაციასა და საკუთარი ღირსების განცდაზე ამახვილებს. ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, ოჯახური შეხვედრებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად. მარსი ენერგიასა და ინიციატივას აძლიერებს, იუპიტერი კი მიზნების მასშტაბს ზრდის. ამ ენერგიების სწორად გამოყენება მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევაში დაგვეხმარება.

სამხრეთ კვანძთან შეერთება წარსული გამოცდილების გაანალიზების აუცილებლობას გვახსენებს. თუ ადრე აჩქარებამ, გადაჭარბებულმა ამბიციამ ან სხვების პოზიციის უგულებელყოფამ პრობლემები შექმნა, დღეს მნიშვნელოვანია, ძველი შეცდომები აღარ გავიმეოროთ. განსაკუთრებით საყურადღებოა ურთიერთობები. შესაძლოა, კრიტიკის მიმართ მგრძნობელობა გაიზარდოს, გაჩნდეს საკუთარი პოზიციის ნებისმიერ ფასად დაცვისა და აღიარების მოთხოვნილება. მცირე უთანხმოებაც კი შესაძლოა ეგოების დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ სჯობს, თავი შევიკავოთ იმპულსური რეაქციებისგან, ხმამაღალი დაპირებებისა და გადაწყვეტილებებისგან, რომელთა მიზანი მხოლოდ საკუთარი უპირატესობის დამტკიცებაა.

ფინანსურ საკითხებში ზომიერებაა საჭირო. შესაძლოა, გაიზარდოს საყიდლების, საჩუქრებისა და გართობის სურვილი, თუმცა მთვარის შეერთება მარსთან და იუპიტერთან ზედმეტი გულუხვობისა და გაუმართლებელი რისკებისკენაც გვიბიძგებდეს. ხარჯებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები გააზრებულად უნდა მივიღოთ.

დღე მეოცე მთვარის ენერგიის გავლენითაც მიმდინარეობს. მისი სიმბოლო არწივია - თავისუფლების, სიმაღლის, ნებისყოფისა და ფართო ხედვის არქეტიპი. ეს პერიოდი ხელს უწყობს ჩვეული შეზღუდვების გადალახვას, საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებასა და ისეთი გამოსავლის აღმოჩენას, რომელიც მანამდე მიუწვდომელი ჩანდა. ამასთან, მეოცე მთვარის დღე საკუთარი თავის მიმართ გულწრფელობის გამოცდაა. არწივის ენერგია მოითხოვს პატიოსნებას, შინაგან სიმტკიცესა და პასუხისმგებლობას. ეგოიზმი, მანიპულაცია და მზაკვრობა კი მის დესტრუქციულ გამოვლინებას განაპირობებს.

29 ნოემბრის მთავარი ამოცანა ძლიერი ენერგიის გონივრულად გამოყენებაა. ნუ დახარჯავთ მას კამათში, კონკურენციასა და საკუთარი უპირატესობის მტკიცებაში. გაცილებით ნაყოფიერი იქნება მისი მიმართვა შემოქმედებისკენ, მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებისა და პირადი შესაძლებლობების რეალიზაციისკენ. გახსოვდეთ, ნამდვილი ძალა საკუთარი თავის მართვის უნარში ვლინდება.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა ელოდებათ კირჩხიბის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს დეკემბერში? - ხატია ბედოშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕„ყველაზე პოზიტიური დღეა, შესაფერისია ნებისმიერი საქმისთვის“ - 29 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ნოემბერს საქართველოში

✕