Digest Logo

🎥 „შესაძლოა მოულოდნელი ხარჯები, ფინანსური კრიზისები, ან ძველი სისტემის დაშლა...“ - რას მოუტანს 1-ელი მაისის სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებს

1777477204
ანა ჯალაღონია

პირველ მაისს, თბილისის დროით 21:22 საათზე, კურო-მორიელის ღერძზე სავსემთვარეობა გველოდება. ის  სტაბილურობასა და ღრმა ტრანსფორმაციას შორის დაპირისპირებას გვაგრძნობინებს.

ეს არის დრო, როცა ზედაპირული სიმშვიდის მიღმა იმალება ემოციური სიღრმეები, რომლებიც ცვლილებას ითხოვს.

რაც აღარ გვემსახურება, შესაძლოა საბოლოოდ დასრულდეს, რათა ადგილი დაუთმოს ახალ ბალანსს მატერიალურსა და სულიერს შორის.

მოახლოებულ სავსემთვარეობაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ანა ჯალაღონია საუბრობს და ხსნის, თუ რას უნდა ველოდოთ ახლო მომავალში:

„პირველ მაისს გვექნება სავსემთვარეობა, კურო-მორიელის ღერძზე და ეს იქნება 12-ე გრადუსზე. პიკი იქნება 21:22 საათზე. მთვარე მოძრაობს მორიელის ნიშანში, მნათობებს უარყოფითი ასპექტები აქვს პლუტონთან, ტრიგონალური ასპექტით გადის იუპიტერთან.

სავსემთვარეობა ერთგვარი გარდამტეხი წერტილია, სადაც ემოცია, მატერიალური რეალობა და ძალაუფლება გამოიკვეთება. ეს არის პროცესი, რაც უკვე დაიწყო და შემდეგ კვირებში აუცილებლად გაგრძელდება. 

მორიელი ითხოვს სიღრმეს, სიმართლეს და ტრანსფორმაციას. კურო კი არის სტაბილურობის, უსაფრთხოების და კომფორტის ზონა. პლუტონის კვადრატი ამ ყველაფერს აძლიერებს, რაც ზედაპირულია იშლება, რაც რეალურია გადარჩება! 

ეს არის ფსიქოლოგიურად გასუფთავების პერიოდი, აუცილებლად უნდა მოვემზადოთ ამისთვის. 

კურო არის ფინანსები, ვალები, ინვესტიციები. მორიელის ენერგია იძულებულს გვხდის სიფრთხილე და სტრატეგიულობა მოვიპოვოთ ფინანსურ საკითხებში. შესაძლოა მოულოდნელი ხარჯები, ფინანსური კრიზისები, ან ძველი სისტემის დაშლა. 

ამ პერიოდში აუცილებლად მიიღეთ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. ეს სავსემთვარეობა არ არის ნამდვილად მსუბუქი, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამქმნელი. 

რაც შეეხება სავსემთვარეობის რიტუალებს: ძალიან კარგია ამ პერიოდში რიტუალები, გაწმინდეთ გარემო, მიიღეთ კონტრასტული შხაპი, გაათავისუფლეთ შინაგანი დაძაბულობა, კარგია თუ სიმშვიდეს მოიპოვებთ, მოიზიდეთ ფინანსური ენერგია“, - ამბობს ანა ჯალაღონია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„სახლიდან გავიდა 26 აპრილს, ღამის 1 საათზე, ვერ ვუკავშირდებით“ - ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს

🎥 „29 წლის მეგობრობას + 3 წელი! მიყვარს 29 აპრილი!“ - აჩიკო ბერიძისა და ანა შამილაძის რომანტიკული კადრები

როდის შევიჭრათ თმა, მოვიწესრიგოთ ფრთხილები და რა რიცხვებში ჩავიტაროთ კოსმეტოლოგიური პროცედურები მაისში - ეკა კვარაცხელიას განმარტება