Digest Logo

„შესანიშნავი დროა ვალების გასასტუმრებლად და დანაპირებების შესასრულებლად“ - რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 4 მაისამდე? თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

1746088935
თაკო მელიქიშვილი

რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 28 აპრილიდან 4 მაისამდე? - ამის შესახებ ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.

შეგახსენებთ, რომ თაკო მელიქიშვილი ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით. 

ეს კვირა — ცვლილებების, შანსების და შინაგანი გაღვიძების დროა. მოუსმინეთ თავს, ენდეთ ინტუიციას და ნუ შეგეშინდებათ გეგმების გადახედვის — ყველაფერი თქვენთვის ხდება.

ვერძი  

კვირის დასაწყისში მოსალოდნელია გეგმების მოულოდნელი შეცვლა. სამშაბათი მოიტანს არასტანდარტულ ამოცანებს. მეორე ნახევარი კი ხელს შეგიწყობთ შემოქმედებაში ან სივრცის მოწესრიგებაში.

კურო  

მიზნები მიღწევადია — ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან! თუმცა, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. კვირის მეორე ნახევარი ხელსაყრელია გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

ტყუპები  

ეცადეთ თავი აარიდოთ გაუგებრობებს — გადაამოწმეთ ინფორმაცია და დააზუსტეთ დეტალები. ეს დაეხმარება საქმეებს და შეამცირებს კონფლიქტების ალბათობას.
შაბათ-კვირას დაგეგმეთ— ოჯახური სიმშვიდე ან რომანტიკული პაემანი.

კირჩხიბი  

მოულოდნელი წარმატებები და ფინანსური შემოსავალი. ხელსაყრელი დროა სულიერი პრაქტიკებისთვის, სწავლისთვის და თბილი, მშვიდი დასვენებისთვის. თქვენი იდეები სხვებისთვის შთაგონებაა — არ გადაიღალოთ, გადადეთ არასასწრაფო საქმეები.

ლომი  

შესანიშნავი დროა ვალების გასასტუმრებლად და დანაპირებების შესასრულებლად.
თავი აარიდეთ წარსულის ადამიანებთან კონტაქტს — დროა მომავლისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. კვირის მეორე ნახევარში ენდეთ ინტუიციას და მოერიდეთ არასასურველ შეხვედრებს.

ქალწული  

კვირა მოიტანს ემოციური მერყეობის პერიოდს. მოერიდეთ მკვეთრ მოქმედებებსა და სერიოზულ საუბრებს.
კვირის დასაწყისში არ გაამჟღავნოთ გეგმები — კონცენტრირდით მიმდინარე საქმეებზე.

მაისის დასვენების დღეებში — მინიმუმამდე დაიყვანეთ კონტაქტი გაღიზიანების მომტან ადამიანებთან.

სასწორი  

ახალი შესაძლებლობები და გაფართოება გელოდებათ. მოუსმინეთ ინტუიციას — იარეთ იმ გზით, რომელიც ოცნებებისკენ მიგიყვანთ. კვირის ბოლოს იდეალურია სახლისთვის რაღაცის შეძენა ან გარდერობის განახლება.

მორიელი  

ამ კვირის მთავარი ამოცანაა — კონცენტრაცია. მოზრდილ მოგებაზე დაპირებულ შეთავაზებებს ნუ ენდობით.
მაისის დასვენების დღეები გაატარეთ ბუნებაში და პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში.

მშვილდოსანი  

შესანიშნავი დროა ახალი დასაწყისისთვის და ექსპერიმენტებისთვის. იმ საქმეებზე გაამახვილეთ ყურადღება, სადაც გამოცდილება გაქვთ. კვირის შუა ნაწილი მოითხოვს ყურადღებას პირად ცხოვრებაზე.
დასვენების დღეებში — გამორთეთ ტელეფონი და განიტვირთეთ ბუნებაში.

თხის რქა  

ისაუბრეთ მნიშნელოვან საკითხებზე და გაუზიარეთ თქვენი ოცნებები საყვარელ ადამიანებს. კვირის მეორე ნახევარში იზრუნეთ ჯანმრთელობაზე — მაღალია ალერგიული რეაქციების ან გაციებების რისკი. დასვენების დღეებში მოერიდეთ ახალ საკვებს, რომელსაც ადრე არ მიირთმევდით.

მერწყული  

შესაძლოა იგრძნოთ დაუკმაყოფილებლობის მომატებული გრძნობა. კვირის დასაწყისში პოზიტივით დაიმუხტეთ და არ იჩქაროთ — კონცენტრირდით მთავარზე. კვირის ბოლოს მომატებული ენერგია დაგეხმარებათ — დაალაგეთ სივრცე და სია ადამიანების, ვისთანაც კავშირი აღარ გსურთ.

თევზები  

შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა, თუნდაც გეგმები მოულოდნელად შეიცვალოს. იღბალი გზაზე დაგხვდებათ — მხოლოდ მიიღეთ ცვლილებები ღიად და მადლიანად.

დასვენების დღეებში იპოვეთ დრო საკუთარ თავზე მუშაობისთვის — წაიკითხეთ წიგნი ან ჩაერთეთ ახალ კურსში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ჩემი ბიჭები, გილოცავ დაბადების დღეს“ - ზუკა ხუციშვილი იუბილარია

⭕„ნამდვილი თეთრი გედი“ - ლიზა ჩიჩუა ახლა კადრებს აქვეყნებს