იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას ყოველდღიურ პრაქტიკას უზიარებს, რაც 29 დღის მანძილზე უნდა ჩაატაროთ.
მისი თქმით, თუ ადამიანი საკუთარ რეაქციას, ჩვევას, ფიქრებს შეცვლის - სამყარო მას მდგომარეობის ცვლილებებით დაუბრუნებს:
„კიდევ ერთი გაკვეთილი და საშინაო დავალება ჩემგან.
ამას გააკეთებთ, დღეიდან — 29 დღის მანძილზე! (19 ნოემბრის ჩათვლით. 19.11.25)
ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას (ანუ, კვირაში ამ 3 დღეს, დროს არ აქვს მნიშვნელობა. სამომავლოდ დაგიწერთ სხვა პრაქტიკებსა და გაკვეთილებს, კონკრეტულად ამ პერიოდის პლანეტურ და ენერგომოცემულობას უხდება ის, რაც გაგიწერეთ).
სამშაბათის გაკვეთილი: ნამდვილი ძალა შენშია. როცა შინაგანად გჯერა, სამყაროს გარეგანი ფორმები შენს ენერგიას ემორჩილება. ნამდვილი ძალა არ არის სანთლებში, ბარათებში და კრისტალებში — ის შენს გულშია (სხვა ზემოხსენებული, ეხმარება მას, თორემ არ ბადებს) ირწმუნე შენი ენერგიის წმინდა ძალა — და სამყარო გიპასუხებს სინათლით.
პრაქტიკა: დახუჭე თვალები, ჩაისუნთქე ღრმად და შეიგრძენი გულში თბილი სინათლე. წარმოიდგინე, რომ ეს შუქი შენს სხეულს ავსებს და შენს ნებას აძლიერებს.
თქვი ტექსტი: „ჩემი ძალა ჩემს შინაგან სინათლეშია, და მე მშვიდად ვმართავ ჩემს რეალობას“.
ხუთშაბათის გაკვეთილი: ყველას თავისი გზა აქვს. შენი სული არ არის ვალდებული სხვის გაკვეთილებში იმოგზაუროს. ზოგჯერ საუკეთესო დახმარება ისაა, რომ უბრალოდ არ ჩაერიო. სხვების გზა მათია, შენი — შენია. როცა გაკვეთილს სხვას “ართმევ”, შენსას აჭიანურებ. ამ დღეს, კარმა გთხოვს: იყავი დამკვირვებელი, არა მხსნელი.
პრაქტიკა: როცა გინდა ვინმეს დაეხმარო, ჯერ ჰკითხე საკუთარ გულს: „ნამდვილად ეხმარება თუ ფარულ შიშს ამშვიდებს?“ — ეს კითხვა კარმულ ბალანსს გაგიჩენს.
ტექსტი (ნუ, იგივე აფირმაცია): „გარშემო ყველგან და ყველასთან ვგზავნი სინათლეს სიყვარულით, მაგრამ ჩემი ენერგია საკუთარ გზაზე რჩება“.
კვირა დღის გაკვეთილი: შენ არ გჭირდება ძალისხმევა გახდე უკეთესი — უბრალოდ გახსოვდეს, რომ უკვე სინათლე ხარ. მშვიდად ყოფნა ყველაზე ძლიერი ვიბრაციაა.
პრაქტიკა: დილის სიჩუმეში, სანამ ვინმეს დაელაპარაკები და ტელეფონს მოიმარჯვებ, ჩუმად უთხარი შენს თავს: „მე მშვიდად ვარ და მზად ვარ ახალი დღისთვის“.
ტექსტი/აფირმაცია: „მშვიდად ყოფნა ჩემი ძალაა და ჩემი სული გონივრულად მირჩევს საუკეთესო გზას, უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად“.
საკუთარ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ძალა იქმნება მაშინ, როცა სხვისი ბედისწერის ნაცვლად შენსას ათავისუფლებ და აყალიბებ. როცა მუდმივად ცდილობ სხვის გზაზე ჩარევას, შენს ენერგიას გარეთ გასცემ და შენი კარმული წრე ირღვევა. კოსმოსს არ სჭირდება შენი ჩარევა სხვის გაკვეთილებში.
თითოეულ ადამიანს თავისი პროგრამა აქვს, თავისი დრო და თავისი გამოცდა. თუ შენ პრაქტიკოსი არ ხარ, თუ არ გაქვს ჩაკრებთან, ენერგეტიკასთან ან კარმულ კორექციასთან, ნუ, ამ სამყაროსგან პროფესიული ნებართვა, მაშინ სხვისი ბედი შენთვის დახურულ კარს ჰგავს — იქ შეღწევა ნიშნავს საკუთარი გზის დაკარგვას.
ნამდვილი ეზოტერული განვითარება იწყება მაშინ, როცა ენერგიას საკუთარ სულიერ კორექციაში აბრუნებ. შეცვალე შენი რეაქცია, შენი ჩვევა, შენი ფიქრი და სამყარო თავად შეცვლის გარემოებებს. სხვისი დახმარება იწყება მხოლოდ საკუთარი ვიბრაციის აწევით.
როცა შენ ხარ ნათელი, შენს გარშემო მყოფებიც ბუნებრივად ნათდებიან“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი ფორტე დე მარმის სანაპიროზე გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „მშვენიერი ხარ“