Digest Logo

„ყველაფერი დაფარული შეიძლება გამჟღავნდეს, განსაკუთრებით თუ ადამიანი კამათობს ან ამტკიცებს რაღაცას“ - თაკო მელიქიშვილი 22 ოქტომბრის ენერგიებზე

1761133085
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 22 ოქტომბრის ენერგიებზე საუბრობს:

„22 ოქტომბერი — ბიზნესის, კომუნიკაციის და ჰორიზონტების გაფართოების დღე.

დღის საერთო ენერგია იმართება ციფრი 5-ისა და მერკურის გავლენით. დღე, რომელიც ხელს უწყობს გაფართოებას და ზრდას.

მნიშვნელოვანია კომუნიკაციების განვითარება — მეტი საუბარი, შეხვედრები, ახალი ადამიანების გაცნობა = ახალი შესაძლებლობები.

ყველაფერი დაფარული შეიძლება გამჟღავნდეს, განსაკუთრებით თუ ადამიანი კამათობს ან ამტკიცებს რაღაცას — შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ გააკრიტიკებთ სხვას.

შესანიშნავი დღეა მოლაპარაკებებისთვის, ახალი ნაცნობობისთვის, პოსტების გასაზიარებლად და საკუთარი თავის წარმოსაჩენად.

მინუსურ ენერგიაში ჩართვისას ჩნდება შიდა ბრძოლა და დაუდევრობა. შეიძლება დაირღვეს ლოგიკა და მოგეჩვენოთ, თითქოს ყველაფერი არასწორად მიდის.

არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება და სერიოზული შესყიდვები. ძალიან მნიშვნელოვანია გულში წყენის არდატევა - პირიქით, გახსენით გულის ჩაკრა და დაუშვით ახალი შესაძლებლობები.  

დღეს არის ოთხშაბათი - იღბლიანი დღე ცნობიერების რიცხვისთვის 5 (ადამიანებისთვის, რომლებიც დაბადებულნი არიან 5, 14 ან 23 რიცხვში ნებისმიერი თვის).

დღისთვის მათთვის ხელსაყრელი ფერები — მწვანე და ლურჯი ტონები“, - წერს თაკო მელიქიშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

შორენა ბეგაშვილი ფორტე დე მარმის სანაპიროზე გადაღებულ ახალ ფოტოებს გვიზიარებს - „მშვენიერი ხარ“

„ზოგიერთი სიტუაცია და პროგრესი მოითხოვს თქვენგან გარკვეულ მსხვერპლს“ - ტაროლოგი 22 ოქტომბრის სიმბოლოზე

„ჩემთვის სიცოცხლე იესო ქრისტეა და სიკვდილი შენაძენი, ნიჭი და სიხარული“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძის ქადაგება