Digest Logo

„შევედით სექტემბრის ყველაზე დაძაბულ მონაკვეთში, წარმოთქვით და დაწერეთ აფირმაციები, რომლებიც დღევანდელი დღის მნიშვნელოვან ენერგიებს ატარებს“ - როგორი იქნება კოსმოსური ამინდი 13 სექტემბერს?

1757750665
როგორი იქნება კოსმოსური ამინდი შაბათს, 13 სექტემბერს?

„როგორი იქნება კოსმოსური ამინდი შაბათს, 13 სექტემბერს?“ - აღნიშნულ თემაზე ვრცლად სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგიური გვერდი AstroBlog SkyLight - გვესაუბრება. 

მისი თქმით, ყველაფერი, რაც დღეს მოხდება, უნდა მიიღოთ, როგორც სამყაროს მინიშნება თქვენი წინსვლისთვის, გამოსავლის პოვნისთვის.

„როგორი იქნება კოსმოსური ამინდი შაბათს, 13 სექტემბერს?

ჩვენ შევედით სექტემბრის ყველაზე დაძაბულ მონაკვეთში, შეიძლება ითქვას, შემოდგომის დაბნელებათა დერეფნის ეკვატორში. შაბათიც და კვირაც ერთგვარი ხიდი იქნება გასულ სავსე მთვარის დაბნელებასა და მომავალ ნაწილობრივ მზის დაბნელებას შორის.

შეგახსენებთ, რომ მზის დაბნელება მოხდება 21 სექტემბერს, 23: 54სთ-ზე.
დაბნელებათა დერეფნის შუაგულში ენერგეტიკა განსაკუთრებით ტურბულენტურია, მოვლენები შეიძლება არაპროგნოზირებად განვითარდეს, ხოლო ჩვენში თითქოს დაძაბულობა გროვდება. განსაკუთრებით არაპროგნოზირებადი იქნება კვირა, 14 სექტემბერი.

შაბათის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა მზისა და მერკურის ზუსტი შეერთებაა. ამასთან, მთვარე უკვე ტყუპების ნიშანში იქნება, რომელსაც მერკური მართავს. ამიტომაც მზესთან მისი შეერთების ძალა კიდევ უფრო გამოვლინდება.

ეს ყველაფერი ერთობლივად საინფორმაციო ნაკადის აჩქარებას მოიტანს. ვიგრძნობთ, რომ სამყარო ჩვენ გარშემო ძალიან დინამიკური ხდება და გაგვიჩნდება მეტი ურთიერთობის და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების სურვილი. დღე ხელსაყრელია მოკლევადიანი გეგმებისთვის, მოგზაურობებისთვის, ინტელექტუალური აქტივობისთვის, თუმცა უმჯობესია ისეთი აქტივობები,რომელიც განსაკუთრებულ კონცენტრაციას არ მოითხოვს. და რომელიც ხანგრძლივ დროზე არ არის გათვლილი.

ყველაზე უკეთესია ინტელექტუალური ამოცანების გადაწყვეტა, დაგეგმვა, სწავლა, გადავიტანოთ დღის შუა მონაკვეთში, რადგან მზისა და მერკურის ზუსტი შეერთება მოხდება 14:52 საათზე. ასტროლოგიაში მიიჩნევა, რომ მერკური განსაკუთრებულ მდგომარეობაშია, რასაც „კაზიმი“ ეწოდება (პლანეტის სუპერძალა), როდესაც ის მაქსიმალურად ახლოსაა მზის ცენტრთან, ფაქტობრივად, მზის გულშია.

მერკურის სუპერძალის გამოვლენა დაიწყება დაახლოებით 11:30 საათზე და გაგრძელდება 18:30 საათამდე. ეს პერიოდი უიშვიათესი მომენტია, როდესაც ,,დაწვის'' ნაცვლად ვიღებთ კრისტალურად სუფთა აზროვნებას. ასეთ დროს ჩვენი გონება განსაკუთრებულ სიცხადესა და სიღრმეს იძენს. ეს არის, როგორც სინათლის სხივი ჩვენს ცნობიერებაში. შესაძლოა, უცებ ღვთიურმა ნაპერწკალმა გაგვინათოს გონება და ვიპოვოთ სწორი გადაწყვეტილება ან აღმოვაჩინოთ საკუთარ თავში ის იდეა, რომელიც ჩვენთვის საბედისწერო გახდება. ამიტომ, ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ თავს. შესაძლოა დღეს დაბადებულმა იდეამ მთელი თქვენი ცხოვრება შეცვალოს.
ამჯერად მზისა და მერკურის შეერთება დამატებით ჰარმონიას ქმნის იუპიტერთან. იუპიტერი ყველაფერს აფართოებს, გვაძლევს შესაძლებლობებსა და შანსებს. შესაბამისად, ამ დღეს ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ კიდევ უფრო მეტი სასარგებლო ინფორმაცია, გავაფართოვოთ ჩვენი ჰორიზონტები, დავინახოთ სიტუაციები სხვა კუთხით, რომელიც დაგვეხმარება გამოსავლის პოვნაში.

მაგრამ, ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაფანტოთ და არ დახარჯოთ ეს უაღრესად ხელსაყრელი ენერგია წვრილმანებზე. ამიტომ, შუადღისას ეცადეთ აირჩიოთ პრიორიტეტები. რა უფრო მნიშვნელოვანია? იფიქრეთ თქვენს განზრახვაზე და სამომავლო გეგმებზე.

დღეს ტყუპების მთვარე ასევე ჰარმონიული კონფიგურაციის ნაწილი ხდება, რომლის მწვერვალიც ზოდიაქოს უმაღლეს ნიშანზე - საათებზე იქმნება. ეს ძალიან იშვიათი და ძლიერი ასტროლოგიური კომბინაციაა. ის ასევე გვაძლევს გამჭრიახობას, აძლიერებს შინაგან ხმას, ბადებს ახალ იდეებს, მოულოდნელ ნაცნობობასა და შეთავაზებებს.

ყველაფერი, რაც დღეს მოხდება - შემთხვევითი შეხვედრები, მოულოდნელად მოსმენილი ფრაზა ან მოულოდნელი იდეა - უნდა მიიღოთ, როგორც სამყაროს მინიშნება თქვენი წინსვლისთვის, გამოსავლის პოვნისთვის.

დღეს ოცდამეერთე მთვარის დღეა, რაც ჭეშმარიტი ძალის დღეა. მისი სიმბოლოა მუსტანგი, რომელიც წინსვლის, სწრაფვის, შემართების და თავისუფალი ნების სიმბოლოა. ეს მთელი მთვარის ციკლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დღეა, როდესაც ენერგიით ისე ვივსებით, რომ თითქოს მთების გადადგმა შეგვიძლია. ოცდამეერთე მთვარის დღის ენერგიები გვეხმარება თამამად ვიმოქმედოთ, მივაღწიოთ მიზნებს და დავძლიოთ დაბრკოლებები.
დღეს ძალიან კარგია აქტიურობა, სპორტი, ფიზიკური შრომა, ინიციატივის აღება. ამიტომ, ნუ შეგაშინებთ რთული ამოცანების შესრულება. სწორედ დღეს შეიძლება დაიძრას ის, რასაც აქამდე ვერ იწყებდით. გაითვალისწინეთ, რომ ეს დღე გამოსავლის პოვნას მოითხოვს, ამიტომ პასიურობის ნაცვლად აქტიური ქმედებებით შევძლებთ ავითისოთ დღევანდელი დღის ენერგიები.

ასე რომ, 13 სექტემბერი ძლიერი, დატვირთული, ზოგჯერ არაპროგნოზირებადი დღეა. მოვლენები შეიძლება სწრაფად განვითარდეს, გადაწყვეტილებების მიღება კი მოულოდნელად მოხდეს. ამიტომ, მოუსმინეთ საკუთარ თავს და იყავით მზად იმისთვის, რომ სამყარო მინიშნებას ან ახალ შანსს გამოგიგზავნით.

მეგობრებო, გთავაზობთ, წარმოთქვათ და დაწეროთ აფირმაციები, რომლებიც დღევანდელი დღის მნიშვნელოვან ენერგიებს ატარებს:

,,ჩემშია ძალა, რომელიც ჰარმონიაშია სამყაროს ძალასთან.
ჩემშია სიბრძნე, რომელიც ჰარმონიაშია ღვთიურ სიბრძნესთან.
ყოველი ჩემი ნაბიჯი მიმართულია სიკეთისკენ , ამიტომ თამამად , თავისუფლად და თავდაჯერებულად მივდივარ წინ, მიზნისკენ.''

ძვირფასო მეგობრებო, როგორც ყოველთვის, გისურვებთ მშვენიერ დღეს!
და ერთად, კეთილდღეობა ვისურვოთ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას, ვუსურვოთ ჭეშმარიტი მიზნისკენ სწრაფვა ერთობით და სამყაროს ნათელი ძალების მხარდაჭერით.
ჭეშმარიტი ძალა მხოლოდ სიმართლეშია!,“ - წერია ასტროლოგიურ გვერდზე განთავსებულ პოსტში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ნინიკო მამარდაშვილი იუბილარია - „დაბადების დღეს ვულოცავ საუკეთესო დას“

⭕ზურა ბერიკაშვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით