Digest Logo

„შიშის დაძლევა, დაცვა სხვა სამყაროს ძალებისგან, სიმშვიდე, სიბრძნე, ცნობიერების ამაღლება“ - თამუნა იოსელიანი სანთლების ფერების დანიშნულებაზე

1770571496
თამუნა იოსელიანი

მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც სანთლების ფერების დანიშნულებაზე საუბრობს:

„სანთლების ფერები და მათი დანიშნულება:

🤍 თეთრი ⬜🤍

სისუფთავე, გაწმენდა, დაცვა. უნივერსალური — ნებისმიერი მიზნისთვის.

🖤 შავი ⬛🖤

ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლება.

❤️ წითელი 🟥❤️

სიყვარული, ბედნიერება, ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ბოროტების განდევნა, ბედის გაუმჯობესება. ვნება, შემოქმედება. ენერგიას მატებს და გამხნევებს.

💗 ვარდისფერი 

სიყვარული, რომანტიკული ურთიერთობები, მეგობრობა, ბედნიერება.

🧡 ნარინჯისფერი 🟧🧡

სიმპათიის მოზიდვა, წარმატება. სამუშაო და კარიერა.

💛 ყვითელი 🟨💛

წინასწარმეტყველება, მკითხაობა, დაბრკოლებების მოცილება. ინტელექტი, ლიდერობა. სიმდიდრისა და კეთილდღეობის მოზიდვა (ოქროს ფერთან სიახლოვის გამო).

💚 მწვანე 🟩💚 აყვავება, მატერიალური კეთილდღეობა, აღორძინება, იღბალი. ფული, მკურნალობა.

ცისფერი 🟦 პარაფსიქოლოგიური შესაძლებლობების განვითარება. ჯანმრთელობა, მოგზაურობა.

💙 ლურჯი 🔵💙

შიშის დაძლევა, დაცვა სხვა სამყაროს ძალებისგან. სიმშვიდე, სიბრძნე, ცნობიერების ამაღლება.

💜 იისფერი 🟪💜

სულიერი ძალის გაძლიერება, მძიმე დაავადებების მკურნალობა, მაგია. სულიერება, ღმერთთან სიახლოვე.

💖 მეწამული (პურპური) 🟥💖

კონტაქტი სხვა სამყაროს ძალებთან, ძალაუფლება, სირთულეების გადალახვა.

🤎 ყავისფერი 🟫🤎შინაური ცხოველების მკურნალობა, საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები“, - წერს თამუნა იოსელიანი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ახლა ღმერთი არის შიდა ვიბრაცია - შენ მას გრძნობ სიჩუმეში და არა რიტუალებში...“ - რას წერს ვატო მსხილაძე

🎥 „ლილი სწორად ფიქრობს?“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მესამე შვილს ელოდებიან

მესხიშვილის თეატრის მოქმედი მსახიობი ლამარა ვაშაკიძე 93 წლის გახდა