Digest Logo

🎥 „სიფრთხილე გმართებთ ფინანსების მიმართ, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება“ - 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1740034316
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია და უმჯობესია აღიდგინოთ ენერგია და დაისვენოთ, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და გადაღლა“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - უმჯობესია თქვენი დრო და ყურადღება ძველ საქმეებს დაუთმოთ, არ არის კარგი მნიშვნელოვანი და ახალი ნაბიჯების გადადგმა. 

კურო - კარგი დღეა დაკავდეთ ჰობით და იპოვოთ ახალი საქმე. დღის პირველი ნახევარი უფრო ჰარმონიული იქნება, მეორე ნახევარში კი უმჯობესია დაისვენოთ. 

ტყუპები - ბევრ ადამიანთან მოგიწევთ ურთიერთობა, შესაძლოა გაზარდოთ სანაცნობო წრეც. 

კირჩხიბი - კარგი იქნებს ეს დღე საოჯახო საქმეებს დაუთმოთ, დაალაგოთ და გადაყაროთ ძველი ნივთები და შეიძნოთ ახალი ნივთები. 

ლომი - ქაოტური დღე იქნება, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. ეცადეთ იყოთ კონცენტრირებული დეტალებზე. 

ქალწული  - უნდა იყოთ დაკვირვებულები და მაქსიმალურად კარგად გაანალიზოთ ის ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ, შეიძლება თქვენამდე მცდარი ინფორმაცია მოვიდეს და სჯობს გადაამოწმოთ. 

სასწორი - უმჯობესია ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ, არ აიღოთ ზედმეტი ვალდებულება საკუთარ თავზე. 

მორიელი - სიფრთხილე გმართებთ ფინანსების მიმართ, არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და ნივთების შეძენა. ეცადეთ იყოთ მომთმენი და არ იჩქაროთ.

მშვილდოსანი -  თუ სადმე გამგზავრების სურვილი გქონდეთ ეს დღე გამოიყენეთ, მოიძიეთ ინფორმაცია და შეარჩით ქვეყნები. 

თხის რქა - დამღლელი დღე იქნება, თან რუტინული. ეცადეთ ყველაფერს თავისი ადგილი და დრო მიუჩინოთ.

მერწყული - აქტიური დღე იქნება, შეიძლება მოგიწიოთ ღონისძიებაზე წასვლაც, იაქტიურეთ და გადადგით ნაბიჯები, ეს აუცილებლად დაგიფასდებათ.

თევზები - ეცადეთ ეს დღე მშვიდ და ჰარმონიულ გარემოში გაატაროთ, უმჯობესია ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. 

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული მისი აქ ყოფნა“ - ზურაბ გურიელიძე ცნობილ ბოკვერის ჯანმრთელობაზე

⭕„შესანიშნავად ითამაშა, სწორედ ეს მენტალიტეტი არის ის, რაც გვჭირდება“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

⭕-9 გრადუსი ყინვა მთაში და თოვლი თითქმის ყველა რეგიონში - 20 თებერვლის ამინდის პროგნოზი