Digest Logo

„შესანიშნავად ითამაშა, სწორედ ეს მენტალიტეტი არის ის, რაც გვჭირდება“ - ლუის ენრიკე კვარაცხელიაზე

1740030648
ლუის ენრიკე კვარაცხელია

„პარი სენ-ჟერმენმა“ „ბრესტი“ ანგარიშით 7:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის 1/16- ფინალში გავიდა.

შეხვედრაში გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა ხვიჩა კვარაცხელიამ.

თუმცა, „პსჟ“-ს მთავარმა მწვრთნელმა აქცენტი მისი თამაშის სხვა ასპექტზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მენტალიტეტი გუნდში საჭიროა.

„კვარა უმაღლესი დონის ფეხბურთელია, ამაში ეჭვი არ გვეპარება. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში რთულია ისეთი ფეხბურთელების პოვნა, რომლებიც გუნდს გააძლიერებენ. მას ჯერ კიდევ სჭირდება გარკვეული დრო ადაპტაციისთვის, რათა თანაგუნდელები უკეთ გაიცნოს. თუმცა, ნამდვილად სურს საკუთარი თავის დემონსტრირება, გუნდის დახმარება და 89-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 7:0-ზე იყო, დაცვაში შესანიშნავად ითამაშა - სწორედ ეს მენტალიტეტი არის ის, რაც გვჭირდება“, - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕-9 გრადუსი ყინვა მთაში და თოვლი თითქმის ყველა რეგიონში - 20 თებერვლის ამინდის პროგნოზი

⭕ლევან მაჭავარიანი სამშობლოს ღალატის მუხლზე: ძალიან საეჭვოდ ემთხვევა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს მუხლი ამოიღო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე