მომღერალი ბორის ბედია სტუმრად გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა, სადაც ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლასა და წონის კლებაზე საუბრობს. მისი თქმით, ახალი წლის პერიოდში, როცა უმეტესობა წონაში იმატებს, მან პირიქით – 9 კილოგრამი დაიკლო.
ბორის ბედია აღნიშნავს, მისი მთავარი მიზანი კიდევ რამდენიმე კილოგრამის დაკლებაა და ამას პირველ რიგში საკუთარი თავისთვის აკეთებს.
„ახალ წელს ხალხი იმატებს, მე პირიქით, 9 კილო დავიკელი. მიზეზი რა არის? სამეგრელოში ვიყავი სანამ ახალი წლები იქნებოდა ერთი თვე. ჰო იცით როგორი საჭმელებია, ელარჯები და მთელი ამბები. მივხვდი, რომ მოვიმატე, ხელს მიშლიდა.
ერთ მშვენიერ დღეს ჩემ თავს გავუბრაზდი, ბორია ახალგაზრდა კაცი ხარ - დავიწყე ვარჯიშები, სირბილი, ლახტი, შევამცირე საკვები „მაკდონალდსი“ ამოვიღე, ხაჭაპურები ამოვიღე, ცომეული და მაიონეზი ძირითადად. 5-4 საათამდე ვიკვებებოდი, არ უნდა დავნაყრდე ეგ მაქვს დევიზი.
რაც მაქვს მიზანი, რამდენიმე კილოგრამის კიდევ. პირველ რიგში ჩემი თავისთვის ვიკლებ.
არის საკვები, რომელსაც მაღაზიაში ვყიდულობ, ან დედაჩემი მიმზადებს. ვცვლი ხოლმე, ხან თევზი მაქვს რაციონში ხან ქათამი“, - ამბობს ბორის ბედია.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „უკარგესი წყვილი“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად იერუსალიმში მოგზაურობს
⭕ „კოსმოსური მტვერი“ და სიცოცხლის პანსპერმიის თეორია - საიდან წარმოიშვა ადამიანი