Digest Logo

„სინათლისა და სიბნელის აბსოლუტური წონასწორობის მომენტი დგება“ - რა უნდა გავაკეთოთ და რას მოვერიდოთ 23 სექტემბერს?

1790103560
ქეთი ოდიშელი

დღეს სინათლისა და სიბნელის აბსოლუტური წონასწორობის მომენტი დგება.

მაბონი - ეს არის კოსმოსური პაუზა, სადაც ექსპანსია გადადის შინაგანი ტრანსფორმაციისა და ცნობიერების ინტროსპეციაში.

🌑 წლის ბორბლის მითოლოგიით, მზის არქეტიპული ენერგია სუსტდება და იწყებს მოგზაურობას ქვესკნელში, ხოლო დედამიწა ემზადება ზამთრის ძილისთვის. სიმბოლურად ეს არის ჩრდილოვან მხარეებთან მუშაობის ფაზა.

🏛️ პერსეფონეს ჩასვლა ჰადესის სამეფოში სიმბოლურად ყურადღების გადატანას ნიშნავს გარე სამყაროდან შინაგან სიღრმეებში.

🛡️ ენერგეტიკული კონსერვაცია: მაბონიდან სამჰეინამდე (31 ოქტომბერი) პერიოდი რესურსების აკუმულაციის ფაზაა. ახალი შემტევი სტარტის ნაცვლად, ახლა ეფექტურია არსებული სისტემებისა და სტრუქტურების გამტკიცება, დაცვა.

⚖️ სტიქიური ბალანსი: რადგან დღე და ღამე ტოლია, ეს საუკეთესო მომენტია ოთხივე სტიქიისა (ცეცხლი, ჰაერი, წყალი, მიწა) და სულის ჰარმონიზაციისთვის საკუთარ სხეულში (სამივე დონეზე).

🌾 რა უნდა გავაკეთოთ დღეს:

🧹 სივრცის მოწეარიგება: გაასუფთავეთ შემოსასვლელი, საძინებელი, სამზარეულო და დაალაგეთ საფულე. ახალი ენერგიები ძველ ქაოსში ვერ შემოვა.

🍎 გამოაცხვეთ ან იყიდეთ ახალი პური, მაგიდაზე დააწყვეთ ვაშლი, ყურძენი, თხილეული, თაფლი.

🍞 გაუმასპინძლდით ახლობლებს, გამოკვებეთ ფრინველები ან ცხოველები. შემოსავლები და მოსავლის ენერგია გაცემით იზრდება.

🗝️ შეასრულეთ პირობა ან დაასრულეთ ერთი გადადებული საქმე, რომელიც დიდხანს გამძიმებდათ.

💎 მიმართეთ ენერგია კონკრეტული მიზნის (სამსახური, კლიენტები, პირადი საქმე) შენარჩუნებასა და გაზრდაზე.

რას ვერიდებით დღეს:

❌ ნუ გადატვირთავთ დღეს რიტუალების მარათონებით — აირჩიეთ 1-2 მნიშვნელოვანი პრაქტიკა.

❌ ნუ გადაყრით საკვებს და ნუ დაიჩივლებთ ფინანსურ კრიზისზე.

❌ ნუ ჩაებღაუჭებით იმას, რაც უნდა წავიდეს, რამაც ვადა ამოწურა.

⚖️ მთავარი შეკითხვები საკუთარ თავთან: რა მივიღე გასულ პერიოდში და რისი შენარჩუნება მსურს? რა საჭიროებს ჩემს ცხოვრებაში დაატაბილურებას? რისი დასრულების დროა? და რა „თესლს“ ვაღვივებ მომდევნო ციკლისთვის?

🌾 დაე, იყოს თქვენს სახლში ის ყველაფერი, რაც სიკეთეს მოგიტანთ, რისი შენარჩუნებაც ღირს და დაე იყოს მზარდი და უხვი თქვენი შემოსავლები ✨

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დე, მე ლამაზი გოგო ვარ?“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს

„თქვენი აზრი მაინტერესებს, მიხდება ეს სტილი?“ - ნინი კენჭიაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

რატომ არ მოქმედებს ძვირად ღირებული კრემები და აზიანებს თქვენს კანს: შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მარტივია