პროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახური ცხოვრების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მშობლებზე ნაკლებად პოპულარული არც მათი ქალიშვილები არიან.
ამჯერად ჯანეტ ქერდიყოშვილი სოციალურ ქსელში შვილის მორიგ უსაყვარლეს ვიდეოს გვიზიარებს:
ლილი: დე, მე ლამაზი გოგო ვარ?
ჯანეტი: ძალიან ლამაზი გოგო ხარ.
ლილი: რატომ?
ჯანეტი: არ ვიცი.
ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე ქართული შოუბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული წყვილია. ჯანეტი ცნობილი მოდელი და „მის საქართველო 2011“-ის ტიტულის მფლობელია, ხოლო ნოე წარმატებული ტელეპროდიუსერი და გადაცემა „პრაიმშოუს“ წამყვანი.
წყვილი 2019 წელს დაქორწინდა და მათ სამი შვილი ჰყავთ.
აღსანიშნავია, რომ ნოე სულაბერიძეს წინა ქორწინებებიდან კიდევ ორი უფროსი შვილი (ბიჭი და გოგო) ჰყავს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენი აზრი მაინტერესებს, მიხდება ეს სტილი?“ - ნინი კენჭიაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს