პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას ორშაბათიდან იწყებს. მის უარყოფით გავლენას კი ბევრი მალევე იგრძნობს. მიუხედავად ამისა, ზოდიაქოს არაერთ ნიშანს მიმდინარე კვირაში პროფესიულ საქმიანობაში, ფინანსურ სფეროსა თუ პირად ცხოვრებაში წარმატება მაინც ელოდება:
ვერძი
კვირის დასაწყისში ვერძის ნიშნის წარმომადგენლებმა საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ, თუნდაც თავს შესანიშნავად გრძნობდნენ. ამ პერიოდში სპორტით დაკავება და კვების რაციონის გადახედვა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდება. პარასკევი და შაბათი მომგებიანი გარიგებების გასაფორმებლად და არასაჭირო კავშირების გასაწყვეტად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. კვირას ახლობლებთან ურთიერთობაში შესაძლოა, დაძაბულობამ იჩინოს თავი, ამიტომ ჯობს, წინასწარ ისეთი აქტივობები შეარჩიოთ, რომლებიც აქტიურ კონტაქტებს არ მოითხოვს.
კურო
კუროებისთვის ამ კვირაში საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატურად შეფასება და ბევრი სხვადასხვა საქმისთვის ერთბაშად ხელის მოკიდებაზე უარის თქმა უმნიშვნელოვანესია. კვირის პირველ ნახევარში ემოციები გააკონტროლეთ, რადგან მიმდინარე მოვლენებზე მეტისმეტად მწვავე რეაგირების რისკი არსებობს, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა, კონფლიქტები გამოიწვიოს. ოთხშაბათს სასიამოვნო სიურპრიზებია მოსალოდნელი რომანტიკულ სფეროში. კვირა მავნე ჩვევებზე უარის თქმისთვის საუკეთესო დღეა.
ტყუპები
ტყუპები ამ კვირაში, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობის მიუხედავად, თავს ჩვეულებრივზე მსუბუქად იგრძნობენ. კვირის დასაწყისი სასიამოვნო იქნება. ორშაბათი და სამშაბათი საქმიანი შეხვედრებისთვის, პაემნებისა და მოლაპარაკებების გასამართად საუკეთესო შესაძლებლობებს იძლევა. ოთხშაბათს დიდ გარღვევებს არ უნდა ელოდოთ, თუმცა მიმდინარე ამოცანებს წარმატებით შეასრულებთ. კვირის მეორე ნახევარში ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. უქმე დღეებში კი ყურადღება ოჯახის წევრებსა და ახლობლებს დაუთმეთ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს საკმაოდ არაერთგვაროვანი პერიოდი ელოდება, რადგან შესასრულებელი საქმე ბევრი იქნება, ენერგია კი შესაძლოა, არ გეყოთ. თუ რაიმე ახლის დაწყებას დიდი ხანია გეგმავდით, დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. ორშაბათი და სამშაბათი მოკლე მოგზაურობებისთვის ხელსაყრელია. ხუთშაბათი ემოციური წონასწორობის აღდგენას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. პარასკევს შესაძლოა, ძველმა შეცდომებმა შეგახსენოთ თავი ან წარსულიდან რომელიმე ადამიანი გამოჩნდეს. უქმეებზე დოკუმენტებსა და ფინანსურ საკითხებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ.
ლომი
ორშაბათს ლომები თავს მუდმივ მოძრაობაში განსაკუთრებით კომფორტულად იგრძნობენ - მოლაპარაკებები, შეხვედრები და სხვადასხვა უწყებაში ვიზიტები მათ სასიკეთოდ წარიმართება. სამშაბათსა და ოთხშაბათს საყოფაცხოვრებო საქმეები, როგორებიცაა დალაგება, რემონტი ან გადაბარგება, მათ არ დაღლის, არამედ, პირიქით, ახალი ენერგიით აავსებს. პარასკევი და შაბათი სრულფასოვანი დასვენებისა და რომანტიკული მომენტებისთვის საუკეთესო პირობებს შექმნის. გარდა ამისა, მთელი კვირის განმავლობაში მნიშვნელოვან როლს მეგობრები შეასრულებენ - მათთან კომუნიკაცია არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ პრაქტიკულად სასარგებლოც აღმოჩნდება.
ქალწული
ქალწულები იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დროებით წინ არ მიიწევს, აბსოლუტური სიმშვიდით უნდა შეხვდნენ. სამაგიეროდ, პირადი ცხოვრებისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პერიოდი დგება, ამიტომ საკუთარი თავისა და ახლობლების გაბედნიერებისათვის ფინანსურ სახსრებსა და დროს ნუ დაიშურებთ. ხუთშაბათსა და პარასკევს გარშემომყოფთა გაკრიტიკებისგან თავი შეიკავეთ და ახლობლებს შეცდომებზე ნუ მიუთითებთ. საკუთარი ვალდებულებები - როგორც ფინანსური, ისე პირადი გაიხსენეთ და მათ დაფარვას შეეცადეთ. უქმეებზე არაფერი დაგეგმოთ, უბრალოდ დაისვენეთ.
სასწორი
სასწორებისთვის ამ კვირაში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების თავიდან არიდება უმნიშვნელოვანესია. თავშეკავება და თვითკონტროლი საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებასა და საზოგადოებაში კარგი შთაბეჭდილების შექმნაში დაგეხმარებათ. ოთხშაბათს მაქსიმალურად კონცენტრირდით და ფხიზლად იყავით, რადგან გაფანტულობამ შესაძლოა, არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ. ხუთშაბათს საქმეებში თანამოაზრეები თამამად ჩართეთ, რადგან ურთიერთგაგების მიღწევა ახლა ძალიან მარტივია. უქმეებზე ფრთხილად იყავით, რადგან აქტიურმა გართობამ და სპორტმა შესაძლოა, ტრავმები გამოიწვიოს.
მორიელი
მორიელებისთვის ეს კვირა შესაძლოა, მეტად შედეგიანი აღმოჩნდეს, თუმცა იგი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. ყოველდღიურ საქმეებსა და კომუნიკაციაში მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ. ოთხშაბათს უსაფუძვლო ეჭვიანობის შემოტევები ან დაძაბული სიტუაციებია მოსალოდნელი. პარასკევს ენერგიისა და თავდაჯერებულობის მოზღვავებას უნდა ელოდოთ, რადგან მასშტაბური იდეების რეალიზების სურვილი გაგიჩნდებათ. უქმეებზე ემოციური ფონი არასტაბილური იქნება, ხოლო გაღიზიანებადობამ შესაძლოა, ურთიერთობებს ხელი შეუშალოს. კომპრომისებზე წასვლას შეეცადეთ. ეს ნამდვილად გამოგადგებათ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს მტკიცე ნებისყოფა და შეუპოვრობა დასჭირდებათ. კვირის დასაწყისში საოჯახო საქმეებმა შესაძლოა, ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადაგიტანოთ - პრიორიტეტები სწორად გადაანაწილეთ და სიტუაცია თანდათანობით დასტაბილურდება. ხუთშაბათი რომანტიკისთვის ხელსაყრელი დღეა - პაემანზე წადით ან საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. პარასკევს მგზავრობისას ყურადღებით იყავით. კვირის ბოლოს ჩვეული საქმეები მეტ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა ეს მომავალი წარმატებებისთვის საიმედო საფუძველს შექმნის.
თხის რქა
თხის რქებმა ამ კვირაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. პიროვნული და პროფესიული განვითარება განაგრძეთ, თუმცა დასვენების აუცილებლობა არ დაივიწყოთ. კვირის შუა პერიოდში რომანტიკული ურთიერთობების გააქტიურებაა მოსალოდნელი. ძველი ნაცნობები შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი კუთხით დაინახოთ. პარასკევს გარშემომყოფებთან მცირე უთანხმოებებია მოსალოდნელი. შაბათს ყურადღება ბავშვებსა და ხანდაზმულ ნათესავებს დაუთმეთ. კვირას გეგმები შესაძლოა, დაირღვეს, თუმცა ფარ-ხმლის დაყრა არ ღირს - დასახული მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ იარეთ.
მერწყული
კვირის დასაწყისი მერწყულებისთვის მეტად ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. თქვენთვის სრულიად უჩვეულო საკითხებშიც კი საკმაოდ სწრაფად გაერკვევით. სამშაბათი გულახდილი საუბრებისა და გრძნობების გაზიარებისთვის საუკეთესო დღეა. ოთხშაბათს განსაკუთრებული სიფხიზლის გამოჩენაა საჭირო, რადგან ღირებული ინფორმაცია შესაძლოა, მოულოდნელი წყაროებიდან მიიღოთ, ამიტომ გარშემომყოფთა სიტყვებს კარგად მოუსმინეთ. კვირის მეორე ნახევარში ზედმეტ ხარჯებს მოერიდეთ. უქმე დღეები შემოქმედებითი საქმიანობისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
თევზები
თევზებისთვის ძალებისა და ენერგიის ძლიერი მოზღვავების პერიოდი იწყება - ყველაზე რთულ ამოცანებსაც კი თამამად შეეჭიდეთ, თქვენ მათ თავს აუცილებლად გაართმევთ. სამშაბათს ურთიერთობებში შერჩევითი იყავით და მხოლოდ სანდო ადამიანებს დაეყრდენით. ხუთშაბათს ყურადღება ახალ იდეებს მიაქციეთ - მათ შორის შესაძლოა მართლაც პერსპექტიული ჩანაფიქრები აღმოჩნდეს. თუ პარასკევს ემოციების მართვას შეძლებთ, მომგებიან თანამშრომლობაზე შეთანხმების შანსი გაგიჩნდებათ. უქმე დღეები ბუნებაში გასასვლელად და აქტიური დასვენებისთვის შესანიშნავი პერიოდია.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
წყარო: www.beaumonde.ge