Digest Logo

„სისტემამ მოახერხა, თანადამოკიდებულება და სხვისი განვითარების შეფერხება შეეფუთა „ერთგულებისა“ და „გმირობის“ ლამაზ ქაღალდში“ - რას წერს ვატო მსხილაძე

1763561821
ვატო მსხილაძე

„ჭეშმარიტი დახმარება არის არა სხვისი ტვირთის საკუთარ მხრებზე აღება, არამედ ადამიანისთვის იმის საშუალების მიცემა, რომ თავად იტვირთოს თავისი ჯვარი და ამით გაიზარდოს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე წერს.

როგორც გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, სისტემამ მოახერხა, რომ თანადამოკიდებულება და სხვისი განვითარების შეფერხება შეეფუთა „ერთგულებისა“ და „გმირობის“ ლამაზ ქაღალდში, რითაც სიკეთე - სისუსტის წახალისებად აქცია:

„ძალიან გავრცელებულ და მტკივნეული ილუზია, რომელიც ჩვენს სოციალურ ცხოვრებასა და ურთიერთობებს განსაზღვრავს, თუმცა მისი შედეგები ხშირად დამანგრეველია...

ილუზია, ანუ ცრუ რწმენა ხშირად იმალება ყველაზე კეთილშობილური ზრახვების მიღმა, მაგალითად, როდესაც ადამიანი თავის მეგობარს ან ოჯახის წევრს, რომელსაც აშკარა პრობლემა აქვს - იქნება ეს უპასუხისმგებლობა, ფინანსური ქაოსი თუ რაიმე დამოკიდებულება - მუდმივად „შველის“ და პრობლემებს უგვარებს.

ის იხდის მის ვალებს, ალაგებს მის არეულ საქმეებს, პოულობს მისთვის სამსახურს და მუდმივად აძლევს მეორე, მესამე და მეათე შანსს, რადგან მას აქვს ღრმა და ურყევი რწმუნებულება, რომ ეს საქციელი არის ერთგულება, სიყვარული და „გაჭირვებაში მეგობრის არ მიტოვება“. მას სჯერა, რომ ამით ის კეთილ საქმეს აკეთებს და ადამიანს დაღუპვისგან იცავს. ეს გახლავთ ილუზია.

რეალობა კი სრულიად სხვაგვარი და სასტიკია.

სინამდვილეში, ეს ადამიანი თავისი „დახმარებით“ პარტნიორობას უწევს მეგობრის თვითგანადგურების პროცესს და ართმევს მას ერთადერთ რამეს, რაც მას გადარჩენისთვის სჭირდება - პასუხისმგებლობის გრძნობას.

ყოველ ჯერზე, როდესაც ის „მხსნელის“ როლს ირგებს და შედეგებს ანეიტრალებს, ის ბლოკავს სამყაროს უმთავრეს სასწავლო მექანიზმს - მიზეზსა და შედეგს შორის კავშირს. რეალობაში, ის ყიდულობს მეგობრისთვის, ოჯახის წევრისთვის თუ ა.შ. კიდევ ცოტა დროს, რომ დარჩეს უპასუხისმგებლო ბავშვის პოზიციაში, ხელს უწყობს მის პარაზიტულ ცხოვრების წესს და რაც ყველაზე საგანგაშოა, ის თავად იქცევა ამ დესტრუქციული სისტემის მთავარ დამფინანსებლად და ენერგეტიკულ დონორად.

ამ ორ სცენარს შორის არსებული უფსკრული ისევ და ისევ ცნობიერების დონეშია.

ილუზია ეფუძნება ემოციურ მიჯაჭვულობას, სოციალურ პროგრამას - „მეგობარი გასაჭირში იცნობა“ და ეგოს მოთხოვნილებას, იგრძნოს თავი საჭიროდ და კეთილშობილად. რეალობა კი ეფუძნება სულიერ კანონზომიერებას, რომლის მიხედვითაც, ჭეშმარიტი დახმარება არის არა სხვისი ტვირთის საკუთარ მხრებზე აღება, არამედ ადამიანისთვის იმის საშუალების მიცემა, რომ თავად იტვირთოს თავისი ჯვარი და ამით გაიზარდოს.

სისტემამ მოახერხა, რომ თანადამოკიდებულება და სხვისი განვითარების შეფერხება შეეფუთა „ერთგულებისა“ და „გმირობის“ ლამაზ ქაღალდში, რითაც სიკეთე - სისუსტის წახალისებად აქცია“, - წერს ვატო მსხილაძე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დადებთ თეფშზე და ბოლომდე დაფარავთ მარილით, გააჩერებთ 5 საათი...“ - თუ გინდა გათავისუფლდე ჯანმრთელობის პრობლემებისგან, მაშინ ჩაატარე ეს რიტუალი 20 ნოემბერს

⭕„დედასავით ლამაზი და საყვარელი“ - რა კადრებს აქვეყნებს ევა ბარბაქაძე

⭕„უმაგრესი დედა-შვილი“ - თიკა ფაცაცია უფროს ვაჟთან ერთად დუბაიში მოგზაურობს