Digest Logo

„ადამიანის დნმ-ში უამრავი ცვლილება განახორციელეს მხეცის დონეზე დასაყვანად, ესეც გენეტიკური მანიპულაციების ნაყოფია“ - რეპტილია ადამიანში?

1770823919
რეპტილია ადამიანში

რუსუდან კვირიკაშვილი დიდ ბრიტანეთში დიპლომირებული ჰიპნოთერაპევტი, რეიკის ოსტატი-მასწავლებელია. იგი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მრავალი საუკუნის წინ მოხდა დედამიწის დაპყრობა რეპტილიური რასის მიერ, რომლებმაც გენეტიკური ინჟინერიის მეშვეობით ადამიანის დნმ-ში უამრავი ცვლილება განახორციელეს ადამიანის მხეცის დონეზე დასაყვანად:

„რეპტილიური გონება უკავშირდება მხეცის ცნობიერებას. როგორც ამბობენ, მრავალი საუკუნის წინ მოხდა დედამიწის დაპყრობა რეპტილიური რასის მიერ, რომლებმაც გენეტიკური ინჟინერიის მეშვეობით ადამიანის დნმ-ში უამრავი ცვლილება განახორციელეს ადამიანის მხეცის დონეზე დასაყვანად.

ცნობილია ასევე, რომ ადამიანის ტვინში არის რეპტილიურ ტვინად წოდებული ნაწილი (ამიგდალას ჩათვლით) , რომელიც ადამიანში მხეცურ /რეპტილიურ ბუნებას განაპირობებს - ესეც გენეტიკური მანიპულაციების ნაყოფია. ამით, რეპტილიურმა რასამ მაქსიმალურად დაიმსგავსა ადამიანი და მაქსიმალური წვდომა მოიპოვა ადამიანის გონების მართვაზე. როდესაც ადამიანი თავის ღვთიურ ბუნებას ივიწყებს, მასში აქტიურად ვლინდება რეპტილიური ბუნება.

ასეთ ადამიანში მძაფრდება შემდეგი თვისებები (არასრული სია):

- აგრესია

- ამპარტავნება

- შურისმაძიებლობის წყურვილი

- ემპათიის განულება

- უსიყვარულობა

- პარაზიტული / მომხმარებლური ბუნება

- სიძულვილი და მიუღებლობა

- უცხოა მისთვის ერთგულების მცნება

- მიდრეკილია ცხოველური/დაბალ ვიბრაციული საკვებისა და ტოქსიკური ნივთიერებებისკენ (რაც მუდმივად აგდებს დაბლა მის სულიერ ვიბრაციებს)

- ადვილად ექცევა მატრიცის ნარატივების ზეგავლენის ქვეშ

- დაუდევარია - არ უფრთხილდება არც გარემოს და არც სხვა ცოცხალ არსებებს

- ხდება დაუნდობელი.

ასევე, რეპტილიური ბუნების ერთ-ერთი გამოკვეთილად თვალსაჩინო მახასიათებელია დანაშაულის/შეცდომის არ აღიარება (სინანულის არქონა) და სანაცვლოდ, დაზარალებულის კიდევ უფრო მეტად ვიქტიმიზაცია და მასზე აქეთ თავდასხმა.

რეპტილიური ბუნების ადამიანებს ასევე ახასიათებთ 'gas lighting' - 'გეზ ლაითინგი'. ეს ტერმინი გულისხმობს ისეთ ფსიქოპათიურ ქმედებას, როდესაც მოძალადე (მხეცი/რეპტილია) გონებრივი/ფსიქოლოგიური მანიპულაციების შედეგად მსხვერპლზე ახდენს ზეწოლას და არწმუნებს მას არარსებულ ფაქტებში, რითაც მორალურად და ფსიქოლოგიურად ტეხს და ასუსტებს მას. ამით, ფსიქოპათი ცდილობს ადამიანმა ეჭვი შეიტანოს საკუთარ ფაქტობრივ სიმართლეში და საღ აზრში.

საბედნიეროდ, ახლა ყველას გვაქვს შესაძლებლობა ჩვენში არსებული რეპტილიური ნაწილი ღვთიურით ჩავანაცვლოთ. სწორედ ეს პროცესები მიმდინარეობს დღეს დედამიწაზე - ადამიანის მხეცის ბუნებიდან ღვთიურ ბუნებაში ტრანსფორმაციის (*მხეცი და ცხოველი ნუ აგვერევა ერთმანეთში. ცხოველიც ისეთივე წმინდა ღვთიური ქმნილებაა, როგორც ადამიანი. ცხოველებზეც, ისევე როგორც ადამიანებზე, საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა, და დღემდე გრძელდება, გენეტიკური მანიპულაციები).

პ.პ.ს. ადამიანს, რომელშიც რეპტილიური გონება დომინირებს, მსგავსი ინფორმაცია აბსურდულად და სასაცილოდ მიაჩნია, ნაცვლად იმისა, რომ დაფიქრდეს და გააანალიზოს . ხოლო, კარგად ვიცით უკვე, რომ იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის“, - წერს რუსუდან კვირიკაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„რეპროდუქციული სისტემა იმახსოვრებს წყენას, სირცხვილს, დამუხრუჭებულ ემოციებს“ - სხეულის ენით ნათქვამი პრობლემა და მისი გადაჭრის რეკომენდაციები ქეთევან ჯანდიერისგან

17 თებერვალს ცეცხლოვანი ცხენის წელი ოფიციალურად იწყება! რომელი ცხოველის ქვეშ დაბადებულთათვის იქნება წარმატებული 2026 წელი?

🎥 Moby საქართველოში კონცერტს გამართავს