ფიტნესინსტრუქტორი, ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და სერტიფიცირებული მანუალ-თერაპევტი მამუკა რაშოიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ნეიროპეპტიდის შესახებ წერს.
მისი თქმით, ჩვენში მწვავე დეფიციტია „სიყვარულის, ნდობის და კავშირის მოლეკულის“:
„ჩვენ, როგორც ხალხს, გვჭირდება ერთი „ნეიროპეპტიდი“…
შენიშნეთ როგორები გავხდით ბოლო წლებში? გაღიზიანებული, მოუთმენელი, დაძაბული…
სახლში კამათი, ქუჩაში აგრესია, ნერვიულობა მესიჯებში, დეპრესია, შფოთვა, ბოროტი ენა, უსიამოვნება ყველგან — ოჯახში, სამსახურში, პოლიტიკაში, საზოგადოებაში.
ეს ყველაფერი უკავშირდება ერთ ძლიერ ბიოქიმიურ ფაქტორს - ჩვენში მწვავე დეფიციტია ოქსიტოცინის —
ჰორმონის, რომელსაც მეცნიერები „სიყვარულის, ნდობის და კავშირის მოლეკულას“ ეძახიან.
რა არის ოქსიტოცინი?
ოქსიტოცინი არის ნეიროპეპტიდი, რომელიც გამომუშავდება ტვინის ჰიპოთალამუსში და გამოიყოფა ჰიპოფიზიდან.
ის პასუხისმგებელია: ემოციურ კავშირზე, დედასა და შვილს შორის ბორკზე, პარტნიორობასა და ურთიერთნდობაზე და განსაკუთრებით — ნერვული სისტემის დამშვიდებაზე.
რატომ გვაკლია ის როგორც ერს?
რადგან ყოველდღიური სტრესი ზრდის კორტიზოლს — სტრესის ჰორმონს, რომელიც თრგუნავს ოქსიტოცინის მოქმედებას.
ყალბი ჩახუტება, ყალბი ღიმილი, ყალბი სიყვარული, ბოროტება, შური, ზედმეტი ინდივიდუალიზმი, ამპარტავნება და ტელეფონზე უსასრულო დრო - ყველაფერი ეს კლავს“, - წერს მამუკა რაშოიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სახლიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდე მონეტა და ჩუმად გაიმეორე...“ - როგორ მოვიზიდოთ ფული და წარმატება
⭕ხარაგაულში 40 დღეა 87 წლის ქალს ეძებენ - „ვერანაირი ძალით ვერ ვიპოვეთ მიმდებარედ და ახლო სოფლებშიც“