Digest Logo

🎥 სტაბილურობა, ღირებულება და საკუთარი თავის სიყვარული - რას გვიქადის 17 მაისს კუროს ახალმთვარეობა?

1778762867
მედეა დოლიძე

17 მაისს, ზუსტად 00:00 საათზე, კუროს 26-ე გრადუსზე ახალმთვარეობა დგება. ასტროლოგ მედეა დოლიძის განმარტებით, ეს პერიოდი ადამიანებისთვის სტაბილურობისა და საკუთარი ღირებულებების გადაფასების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება.

ასტროლოგის თქმით, კუროს ენერგია გვიბიძგებს, დავუბრუნდეთ საკუთარ სხეულს და აღვიდგინოთ უსაფრთხოების განცდა. ეს არის დრო, როდესაც უნდა ჩავაწყოთ მყარი ფუნდამენტი მომავალი საქმიანობისთვის.

„ეს პერიოდი გვიწვევს, დავუკავშირდეთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. კუროს ენერგია გვასწავლის მყარი ფუნდამენტის შექმნას, საკუთარი თავის ღირებულების აღიარებას და ჩვენი რესურსების, ნიჭებისა და სიმდიდრის სწორ შეფასებას“, - აღნიშნავს მედეა დოლიძე.