სამშაბათი, 7 აპრილის პროგნოზი:
ეს დღე იწყება ძალიან მკვეთრი, შთამაგონებელი ენერგიით, თუმცა დღის მეორე ნახევარში გარკვეული ნიუანსები იჩენს თავს.
სამშაბათს დილიდან აქტიურდება ძლიერი ცეცხლოვანი ენერგია. მზე ვერძში და მთვარე მშვილდოსანში ერთმანეთთან ჰარმონიულ ასპექტს ქმნიან. ეს მდგომარეობა ჰგავს შიდა ძრავის ჩართვას, რომელიც წარმოქმნის იმპულსს და გვეხმარება აქტიურად ვიმოქმედოთ.
ჩნდება თავდაჯერების, სიმსუბუქის და წინსვლის სურვილი. უფრო მარტივად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, სწრაფად ვერთვებით პროცესებში და ვგრძნობთ, რომ ნაკადში ვართ, რომ ყველაფერი გამოგვდის. ეს სწორედ ის ენერგიაა, როცა არა მხოლოდ გვეჩვენება, არამედ რეალურადაც არსებობს სამყაროს ძლიერი მხარდაჭერა ჩვენს საქმეებში.
ყველაზე პროდუქტიული დროა დღის პირველი ნახევარი - თბილისის დროით 15:00 საათამდე. სწორედ ამ პერიოდშია სასურველი მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება, მოლაპარაკებები და ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებზეც აქამდე შესაძლოა სიმამაცე არ გვყოფნიდა. ეს არის მოძრაობის, ცეცხლისა და საკუთარი თავის რწმენის ენერგია.
თუ მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ, მაქსიმალურად გამოიყენეთ დღის პირველი ნახევარი, რადგან სწორედ აქ არის ჩადებული შედეგისა და წარმატების ძირითადი პოტენციალი.
15:00 საათის შემდეგ მთვარე შედის დაძაბულ ურთიერთქმედებაში მერკურთან. ამ დროს ჩნდება გაფანტულობის ეფექტი. შეიძლება აზრები აირიოს, მოლოდინები რეალობას აცდეს, ხოლო შეთანხმებები შეფერხდეს. ის, რაც დილით მარტივად და ცხადად გვეჩვენებოდა, საღამოს შეიძლება ეჭვს ან გაუგებრობას იწვევდეს.
შეიძლება გაჩნდეს განცდა - თითქოს სწორად თქვით, მაგრამ ვერ გაგიგეს. ან პირიქით, თავად შეიტანოთ ეჭვი მოსმენილში და საკუთარ დასკვნებში.
ამიტომ დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანია არ ვიჩქაროთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადამოწმების გარეშე არ დავუჯეროთ სხვის სიტყვებს და არ ჩავერთოთ კამათში. არსებობს რისკი, ვერ დავინახოთ სრული სურათი, გავაკეთოთ დასკვნები დამახინჯებული ინფორმაციის საფუძველზე ან ზედმეტი ემოციური დაძაბულობა შევიქმნათ.
გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ამ დღის კიდევ ერთი შრე - მთვარის დღეების გავლენა.
თბილისის დროით 00:30 საათიდან მთვარის მე-20 დღე იწყება, რომლის სიმბოლოც არწივია. ეს უმძლავრესი სულიერი სიმბოლო იმ მდგომარეობას განასახიერებს, როდესაც მოვლენებზე მაღლა დგომა შეგვიძლია. ამ დღეს გვეძლევა შანსი, ყველაფერს არა ემოციური მორევის შიგნიდან, არამედ ზემოდან - დამკვირვებლის პოზიციიდან შევხედოთ. ასეთ დროს მიზნებიც სხვაგვარად ჩანს და მათი მიღწევის გზებიც უფრო ნათლად იკვეთება. ასტროლოგიური თვალსაზრისით, დღეს თითქოს პრობლემებს „გადავუფრენთ“, რადგან ხედვის კუთხის შეცვლა აღქმას სრულად გარდაქმნის.
დღეს პრობლემების დანახვა სულ სხვა კუთხითაა შესაძლებელი. ნუ ჩაეფლობით დეტალებში - ეცადეთ, პროცესებს ზემოდან დააკვირდეთ. სანამ იმოქმედებთ, დაფიქრდით: რამდენად რეალურია თქვენი საჭიროება და ხომ არ არის ეს მხოლოდ მომენტალური ემოციის გამოძახილი?
ნათელ დღეს გისურვებთ, მეგობრებო!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 აპრილს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕„მიყვარს და ძალიან მომწონს ეს კარგი გოგო“ - ნინი ბადურაშვილი ფოტოგრაფის ობიექტივში