„დღეს სამყაროს რიტმი ჩვენგან სიფხიზლეს, პასუხისმგებლობასა და სიბრძნეს მოითხოვს. თხის რქის ენერგიას არ უყვარს ცარიელი სიტყვები და აურზაური. ის მოითხოვს კონკრეტულობას, სტრუქტურასა და გეგმის მიხედვით მოქმედებას“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight წერს.
ასტროლოგის თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი თანმიმდევრულად, აჩქარებისა და ზედმეტი ემოციების გარეშე გავაკეთოთ:
„ალბათ გაინტერესებთ, როგორი იქნება 27 ოქტომბრის, ორშაბათის კოსმოსური ამინდი.
დღე თხის რქის ნიშანში მყოფი მთვარის გავლენით იწყება. ეს ნიშნავს, რომ დღეს სამყაროს რიტმი ჩვენგან სიფხიზლეს, პასუხისმგებლობასა და სიბრძნეს მოითხოვს. თხის რქის ენერგიას არ უყვარს ცარიელი სიტყვები და აურზაური. ის მოითხოვს კონკრეტულობას, სტრუქტურასა და გეგმის მიხედვით მოქმედებას. ამიტომ, ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი თანმიმდევრულად, აჩქარებისა და ზედმეტი ემოციების გარეშე გავაკეთოთ და შედეგიც არ დააყოვნებს. თუკი შეგიძლიათ მშვიდად, დაჟინებითა და მიზანდასახულად იმოქმედოთ, დღეს შეძლებთ წინსვლას, იმ მიმართულებით, რაც თქვენ უკვე შეჩერებულად და გაყინულად მიგაჩნდათ.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ დღეს მარსისა და შავი მთვარის შეერთება აძლიერებს ემოციურ სიღრმეს, შეუძლია გააღვიძოს შინაგანი შიშები, კომპლექსები და ეჭვები. მაგრამ, ამავე დროს, ამ ასპექტის გავლენით ჩვენ შეიძლება უფრო გაბედულად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ეს ენერგია ძალიან ძლიერია, თუმცა კონტროლს მოითხოვს. დღეს შესაძლოა, ცდუნებების და ხიბლის ილუზიამ თავბრუ დაგვახვიოს. ამიტომ, აუცილებელია, გვქონდეს შინაგანი სიმტკიცე, რომელიც მოგვცემს ძალას და ნებისყოფას, არ მოგვცემს საშუალებას დავკარგოთ რეალობის აღქმის უნარი.
ამავე დროს, მარსი და შავი მთვარე იუპიტერთან ჰარმონიულ ასპექტს ქმნიან, რაც უხვად დაჯილდოებას გვპირდება სამყაროსგან. ის, რასაც დღეს რწმენით, დისციპლინით, სიმშვიდითა და მორალურ-ეთიკური პრინციპების დაცვით, ცდუნებებისადმი დაუმორჩილებლობით დავიწყებთ, მნიშვნელოვან შედეგებამდე მიგვიყვანს.
იმისთვის, რომ შევიგრძნოთ ამ მშვენიერი ასპექტის ვიბრაციები(იუპიტერ- დიდი ბედნიერების პლანეტაა), დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვფოკუსირდეთ ჩვენს ამოცანებზე, ავირჩიოთ ნამდვილად მნიშვნელოვანი საქმეები და არ გავფანტოთ ენერგია წვრილმანებზე.
მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი ნიუანსი. დღეს, შუადღის შემდეგ, თხის რქის მთვარე ვენერასთან დაძაბულ ასპექტს აყალიბებს. ამ ასპექტის გავლენით შეიძლება გამწვავდეს ურთიერთობებისა და კომუნიკაციის თემა. ამიტომ, დღეს სასურველია მარტო მოქმედება. სწორედ ეს სტრატეგია მიგვიყვანს წარმატებამდე. დღეს პარტნიორებზე ან გუნდზე დაყრდნობა არ ღირს. გაცილებით მნიშვნელოვანია პირადი ინიციატივა. ასევე, არ არის რეკომენდებული ერთობლივი პროექტების დაწყება ან ხელშეკრულებების გაფორმება.
ნუ შეეცდებით თქვენი სიმართლის ნებისმიერ ფასად დამტკიცებას, რადგან სხვის თვალში მაინც არასწორად გამოჩნდებით. ნაცვლად იმისა, რომ დიდხანს განიხილოთ პრობლემა კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან, უბრალოდ დაიწყეთ თქვენი საქმის კეთება და შედეგიც მალე დადგება. საღამო უმჯობესია გაატაროთ საოჯახო საქმეებში, წესრიგის დამყარებაში, ბიუჯეტის გაანალიზებაში ან უბრალოდ სულიერი წონასწორობის აღდგენაში. თხის რქის მთვარე გვეხმარება, ვიპოვოთ სიმშვიდე სიმარტივეში.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს, შუადღის შემდეგ, იწყება მეშვიდე მთვარის დღე- 13:10სთ. ეს არის მაგიური დრო, როდესაც ჩვენი სიტყვები და ფიქრები წარმოუდგენელ ძალას ფლობს. მეშვიდე მთვარის დღე მთელი მთვარის თვის განმავლობაში სიტყვის მაგიის ყველაზე ძლიერი დღეა. ყველაფერი, რასაც დღეს რწმენით, გულითა და ნათელი განზრახვით ვამბობთ, ესმის სამყაროს.
გირჩევთ, ჩაიწეროთ თქვენი სურვილები ქაღალდზე და შემდეგ ხმამაღლა წარმოთქვათ ისინი.
მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენს სურვილებს მკაფიო მიმართულება მივცეთ: „მე მზად ვარ, გავყვე გზას, რომელიც ჩემს საუკეთესო ვერსიისთან მიმიყვანს“.
დღეს რაც შეიძლება მეტი პოზიტიური აფირმაცია თქვით, მაგალითად: „მე მადლიერებით ვიღებ სამყაროს ყველა საჩუქარს, რომელიც შემოდის ჩემს ცხოვრებაში “.
დღეს ასევე შესანიშნავი დღეა მენტორებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობისთვის, სულიერი პრაქტიკებისთვის, საგვარეულო არხებთან მუშაობისთვის, ისეთი დამოკიდებულებების გადახედვისთვის, რომლებიც ხელს გიშლით ცხოვრებაში. სიტყვები დღეს ნამდვილი მაგიაა. ეს ის დღეა, როდესაც ისინი განსაკუთრებით ცოცხალია და მომავლისკენაა მიმართული, როდესაც ისინი მუშაობენ ჩვენი მომავალი კარმული პროგრამების შექმნისთვის. გარდა ამისა, დღეს 27-ე რიცხვია, რაც სურვილების ასრულების დღეა.
იმისთვის, რომ სინქრონიზირდეთ დღის ენერგიებთან, გთავაზობთ, წარმოვთქვათ მნიშვნელოვანი აფირმაციები გონებაში ან ხმამაღლა:
1. ვამბობ იმას, რაც სურს ჩემს სულს, სამყაროს ესმის ჩემი.
2. მე ვენდობი ზურგის ქარს, რომელსაც მივყავარ ჩემი ჭეშმარიტი მიზნისკენ.
3. ჩემი ყოველი სიტყვა სინათლეა, რომელიც ასხივებს სამკურნალო ძალასა და სიყვარულს.
4. მე ვუშვებ წყენას და ვპატიობ, ამით ვათავისუფლებ ადგილს ბედნიერებისთვის.
5. ჩემს სიტყვებს მოაქვთ ჰარმონია და ბედნიერება ჩემს სამყაროში.
6. ჩემი ძალა და სიბრძნე - ეს არის ცხოვრების გამოწვევებისგან მიღებული საჩუქარი.
7. მზად ვარ, მადლიერებით მივიღო ყველა სიკეთე სამყაროსგან.
8. დღეს ვამბობ - „დიახ“ - და ვიწყებ ჩემი ცხოვრების ახალ თავს.
გირჩევთ, დღის განმავლობაში სცადოთ ვიზუალიზაცია. წარმოიდგინეთ სასურველი შედეგები ისე, თითქოს ისინი უკვე მოხდა. გამოიყენეთ თქვენი ფანტაზიის ძალა, რათა შექმნათ სასურველი რეალობის გონებრივი სურათი. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი, როგორ ცხოვრობთ თქვენი ოცნების ცხოვრებით, გრძნობთ თავს ბედნიერად და რეალიზებულად.
გარდა ამისა, გირჩევთ, დღეს დაწეროთ მანიფესტაციის წერილი. დაწერეთ წერილი სამყაროსადმი, სადაც გამოხატავთ მადლიერებას იმისთვის, რაც უკვე გაქვთ, და იმისთვის, რისი მიღებაც გსურთ. იყავით კონკრეტული და დეტალური იმაში, თუ რისი მოზიდვა გსურთ თქვენს ცხოვრებაში. შემდეგ წაიკითხეთ ეს წერილი ხმამაღლა, მთელი განცდით, შეიგრძენით მადლიერების სიტყვები გულით, სულით და სხეულით. წერილი შეგიძლიათ მოათავსოთ სახლში საიმედო ადგილას და შეინახოთ მომდევნო მეშვიდე მთვარის დღემდე.
ძვირფასო მეგობრებო, თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აფირმაცია დაწერეთ ამ პოსტის ქვეშ კომენტარებში. ამგვარად, ჩვენ შევქმნით ერთიან მაგიურ ნაკადს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი სიტყვების ძალასა და ჩვენი სურვილებისა თუ განზრახვის ენერგიას.
ჩემო ძვირფასებო, გისურვებთ, მე-7 მთვარის დღის და 27 რიცხვის სასწაულმოქმედი გავლენით, მორიელის შინაგანი და თხის რქის გარე განზრახვის ძალით, ეს დღე ყოფილიყოს თქვენი ბედნიერების ზრდის წერტილი!
გისურვებთ სამყაროს ყველა სიკეთეს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕27 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით