პიროვნული ზრდის სპეციალისტი თეო ხაბულიანი სოციალურ ქსელში სულიერი მენტორების და სულიერი გაღვიძების შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ცნობიერების ამაღლება და სულიერი ზრდა არ არის ერთჯერადი მოვლენა და არის უსასრულო მოძრაობა. გარდა ამისა, პიროვნული ზრდის სპეციალისტი წერს, რომ სულიერი მენტორები, რომლებსაც ეგო მართავთ, ხდებიან საშიშები:
„ხშირად გვესმის ფრაზა „სულიერი გაღვიძება“, რაც გონებაში ქმნის წარმოდგენას საბოლოო დანიშნულების ადგილზე ანუ ერთ მომენტზე, როდესაც ნათდება და ადამიანი აღწევს თითქოს სრულყოფილებას. ბევრს ჰგონია, რომ ამ წერტილის მიღწევის შემდეგ, პროცესი დასრულებულია. თუმცა, რეალურად ეს აღქმა ზღუდავს ჩვენს ჭეშმარიტ პოტენციალს.
სინამდვილეში, ცნობიერების ამაღლება და სულიერი ზრდა არ არის ერთჯერადი მოვლენა და არის უსასრულო მოძრაობა ანუ ყოველდღიური გაცნობიერებაა...
სამყაროს კანონია მუდმივი დინება, „გამოღვიძებულების“ შეცდომის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ავიწყდებათ თავად სამყაროს ბუნება. სამყარო არ არის ადგილი, სადაც ყველაფერი ფიქსირებულია. პირიქით, სამყარო მუდმივ მოძრაობაშია,ვარსკვლავები იბადებიან და კვდებიან, მდინარეები მიედინება, სეზონები იცვლება, და ენერგია გარდაიქმნება.თუ ჩვენი არსი სამყაროს ნაწილია, როგორ შეიძლება ჩვენი სულიერი ევოლუცია იყოს გამონაკლისი ამ კოსმოსური დინებიდან?
ყოველდღე ჩვენ ვიღებთ ახალ გამოცდილებას, ვხვდებით ახალ გამოწვევებს და ვიძენთ ახალ ცოდნას.ყოველდღე ჩვენ შეგვიძლია გავცნობიერდეთ უფრო ღრმად, მოვიხსნათ მორიგი ფენა ძველი შეზღუდვებისა და აღმოვაჩინოთ საკუთარი თავის ახალი, უკეთესი ვერსია.
თუ ჩვენ გვგონია, რომ „გავიღვიძეთ“ და მორჩა, ჩვენ ამ დროს რეალურად ვეშვებით სულიერ კომფორტის ზონაში, რომელიც სტაგნაციაა. ნამდვილი სიბრძნე იმაშია, რომ ვაღიაროთ ჩვენ ყოველდღე ვხსნით ახალ კარს ჩვენს ცნობიერებაში. რაც უფრო მაღლა ავდივართ სულიერ კიბეზე, მით უფრო ვხედავთ, თუ რამდენი რამ არის კიდევ აღმოსაჩენი.
ამიტომ, ნუ ეძებთ საბოლოო გაღვიძებას, არამედ იცხოვრეთ მუდმივი გაღვიძების პროცესში. ადამიანის ცნობიერება არ არის კონტეინერი, რომელიც შეიძლება შეივსოს და დაიხუროს. ის უფრო ჰგავს უნივერსალურ ოკეანეს ..
ყოველი ახალი გაცნობიერება გვაძლევს საშუალებას, დავინახოთ ის რასაც მანამდე ვერ ვამჩნევდით.
სიყვარულის ან თანაგრძნობის კონცეფციის გაგება ერთია, მაგრამ მისი სრულად განხორციელება ყოველ მომენტში სულ სხვა დონეა, რაც მუდმივ პრაქტიკას მოითხოვს.
ჩვენ მუდმივად ვხვდებით ახალი გამოწვევების წინაშე (ახალი სამსახური, ურთიერთობები, დანაკარგი, სიხარული). „გაღვიძებულ“ ადამიანსაც კი ესაჭიროება მუდმივი ცნობიერება იმისათვის, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე და სიბრძნე ახალი, მოულოდნელი სიტუაციების ფონზე. ის, რაც მუშაობდა გუშინ, შეიძლება აღარ იყოს შესაბამისი დღეს.
ყოველი ცხოვრებისეული კრიზისი არ არის „რეგრესი“. ეს არის შესაძლებლობა, ძველ პრობლემას ახალი, უფრო განვითარებული ცნობიერების დონიდან შევხედოთ და ამგვარად, კიდევ უფრო ღრმად გავიღვიძოთ.
ჩვენ არ ვცნობიერდებით, არამედ ვხდებით უფრო ცნობიერები. რაც უფრო მეტად გაღვიძებულია ადამიანი, მით მეტად გრძნობს პასუხისმგებლობას, ემსახუროს სამყაროს. ეს მსახურება კი მუდმივ მოქმედებას, ენერგიის გაცემას და, შესაბამისად, ახალი გამოწვევების დაძლევას მოითხოვს.
საბოლოოდ, ნამდვილი სულიერი ოსტატობა მდგომარეობს არა იმაში, რომ იპოვო დასასრული, არამედ იმაში, რომ დატკბე უსასრულო მოგზაურობით. მრავალი ძველი სწავლება(განსაკუთრებით აღმოსავლური ტრადიციების პოპულარიზებულ ვერსიებში) ხშირად ფოკუსირებულია „განმანათლებლობის იდეაზე, როგორც საბოლოო დანიშნულების წერტილზე მომენტზე, როდესაც ადამიანი „სხივოსნდება“, წყვეტს კარმის წრეს ,ეს კონცეფცია კი ჩემთვის ქმნის დიდ გარღვევასა და შეზღუდვას,განთავისუფლება, როგორც ახალი ტყვეობა აი, ასე მესახება ეს ამბავი.
თუ განმანათლებლობას განვიხილავთ, როგორც სტატიკურ მდგომარეობას, რომელსაც მიაღწევ და შეინარჩუნებ, ეს თავისთავად ხდება ახალი ტყვეობა. თუ პროცესი დასრულდა, ევოლუცია ჩერდება. ეს ეწინააღმდეგება სამყაროს ფუნდამენტურ კანონს, რომელიც გამუდმებულ გაფართოებასა და მოძრაობაზეა დაფუძნებული.
თუ სამყარო მუდმივად ფართოვდება, ვითარდება და იძენს ახალ ფორმებს, როგორ შეიძლება მასში არსებულმა სულმა შეწყვიტოს განვითარება? სხივოსნობა უნდა იყოს არა დასასრული, არამედ ევოლუციის ახალი, უსასრულო ეტაპის დასაწყისი.
თუ მივაღწევთ ცნობიერების ერთ დონეს ,ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ახლა მზად ვართ შემდეგი უფრო მაღალი დონის უსასრულო გაფართოებისთვის. ნამდვილი სულიერი თავისუფლება არის არა რაღაცის მიღწევა, არამედ ნებისმიერი მდგომარეობის მიღებისა და დათმობის უნარი.
„სხივოსნობა და მორჩა“ ეს კონცეფცია უფრო ემსახურებოდა მასწავლებლებისა და იერარქიების შექმნას, ვიდრე ჭეშმარიტ სულიერ თავისუფლებას. სულიერ სივრცეში ეგოს ზრახვა რომ „მე მორჩა, გავცნობიერდი“, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხაფანგია, და ისიც რომ ეგო, რომელიც თითქოს უნდა გარდაქიმნას გამოღვიძების დროს , ხშირად პოულობს თავის უკანასკნელ და ყველაზე მძლავრ თავშესაფარს სწორედ გასხივოსნების კონცეფციაში.
ჩვეულებრივ ცხოვრებაში, ეგო თავს იჩენს სიმდიდრის, სტატუსის, ან ინტელექტის ფლობით. სულიერ სივრცეში კი ეს წესები ეცვლება მას და ეგო ითვისებს „გაღვიძებულის“ ან „მენტორის“ სტატუსს. ფრაზა „მე გავცნობიერდი“ ხდება სულიერი ეგოს უმაღლესი ტიტული. ეს საშუალებას აძლევს მას, იგრძნოს თავი უპირატესად სხვებზე, რომლებიც „ჯერ კიდევ ეძებენ“ ან „სძინავთ“. ეგოს უყვარს დასრულებული პროექტები. განცხადება „მორჩა, მივაღწიეო“ ეგოს უსაფრთხოების განცდას აძლევს თითქოს დაასრულებს შინაგან მუშაობას და შეუძლია კომფორტულად მოეწყოს „სულიერი სრულყოფილების“ ტახტზე.
გაცნობიერებულის პოზიცია ეგოს აძლევს უფლებას, საკუთარი შეხედულებები წარმოადგინოს, როგორც აბსოლუტური ჭეშმარიტება. ეს ხშირად იწვევს დოგმატიზმს, შეუწყნარებლობას და უუნარობას, მიიღოს ახალი იდეები, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის მის „დასრულებულ“ სტატუსს.
სულიერი მენტორები, რომლებსაც ეგო მართავს ამ გზით, ხდებიან დიდად არაეფექტურები და, ზოგჯერ, საშიშებიც კი თუ ადამიანი ფიქრობს, რომ „გაცნობიერებულია“, ის კარგავს კრიტიკული თვითშეფასების უნარს. ნებისმიერი შინაგანი კონფლიქტი ან შეცდომა განიმარტება, როგორც სხვისი პრობლემა ან „სამყაროს მიერ შემოწმება“, და არა როგორც საკუთარი ევოლუციის გაგრძელების საჭიროება.
ნამდვილი გაღვიძება არ არის დასრულება, არამედ პროცესის შეყვარება. სულიერი ზრდის უსასრულო ბუნების მიღება ავტომატურად ანადგურებს ეგოს უპირატესობის მოთხოვნას. როდესაც მენტორი აღიარებს, რომ ისიც მუდმივად სტუდენტია, ის ხდება ჭეშმარიტად თავისუფალი და რეალურად ეფექტური სხვებისთვის.
ეს ადამიანები, რომლებიც სხვებს მოძღვრავენ, ყველაზე მეტად თავად საჭიროებენ თავმდაბლობის სწავლას და ზრდას. თუ ადამიანი ნამდვილად აცნობიერებს სამყაროს უსასრულო ბუნებას, ის ავტომატურად ხდება თავმდაბალი. იგი ხვდება, რომ რაც უფრო მეტი იცის, მით უფრო ნაკლები იცის სინამდვილეში.
ჭეშმარიტად გაცნობიერებული ადამიანი არასდროს უყურებს სხვას ზემოდან ..
ნამდვილი მენტორი მზად არის შეცვალოს საკუთარი შეხედულება, თუ ახალი გამოცდილება მას უფრო დიდ ჭეშმარიტებას უჩვენებს“, - წერს თეო ხაბულიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემთვის ხარ ჯადოქარი, მიყვარხარ“ - დათო ევგენიძე 67 წლის გახდა
⭕ნატალია ქუთათელაძე ქმარ-შვილთან ერთად პარიზში მოგზაურობს - ფოტოები დისნეილენდიდან