Digest Logo

🎥 „სურვილების მანიფესტაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ 24-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი“ - მედეა დოლიძე ახალმთვარეობის გავლენებზე

1761126286
მედეა დოლიძე

ასტროლოგი, IPHM სერტიფიცირებული კრისტალოთერაპევტი, წიგნის „ინიციაცია - კრისტალების სამყარო“ ავტორი მედეა დოლიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ახალმთვარეობის გავლენებზე საუბრობს. 

მისი თქმით, სურვილების მანიფესტაციისთვის საუკეთესო პერიოდი ახალმთვარეობიდან მესამე დღეა:

„ახალმთვარეობა სასწორის ნიშანში - ურთიერთობების განახლების და ახალი შესაძლებლობების კვირა მოდის. 

21 ოქტომბერს გვქონდა ახალმთვარეობა, ასტროლოგიურად მთვარე მართავს ჩვენს შინაგან სამყაროს და ემოციებს, ამიტომ უახლოესი 10 დღე შინაგანი განცდების თვითრეფლექსიას უნდა დავუთმოთ. 

ზოგადად, ნებისმიერი ახალმთვარეობა მიიჩნევა მანიფესტაციისთვის საუკეთესო პერიოდად. უფრო სწორად კი ახალმთვარეობიდან მესამე დღე, როდესაც მთვარე ზრდის ენერგიას.

სურვილების მანიფესტაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ 24-დან 30 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდი“, - ამბობს მედეა დოლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან შესაფერისები ხართ, საუკეთესო ოჯახი“ - ჯანეტ ქერდიყოშვილის და ნოე სულაბერიძის საშემოდგომო ლუქი

„დახვეწილი მეგრელი, ლამაზი და ნიჭიერი“ - ლიზა ყენიას ახალი ფოტოები NYC-დან

„ყველგან ვაწყდები პოსტებს კიბოს ვაქცინების შესახებ, ეს ახალი აფერაა“ - რას წერს ვატო მსხილაძე