Digest Logo

„ყველგან ვაწყდები პოსტებს კიბოს ვაქცინების შესახებ, ეს ახალი აფერაა“ - რას წერს ვატო მსხილაძე

1761123233
ვატო  ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში კიბოს ვაქცინების შესახებ წერს და მას მორიგ აფერას უწოდებს. 

მისი თქმით, ასეთი კვლევები და აპარატები საუკუნეების წინაც არსებობდა, მაგრამ მათი ავტორები, თავიანთ ნაშრომებთან ერთად, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდნენ:

„სოციალურ ქსელებში თითქმის ყველგან ვაწყდები პოსტებს კიბოს ვაქცინების შესახებ.

მოკლედ, ეს ახალი აფერაა.

ყველა ცოცხალ ორგანიზმს, მათ შორის მიკრობებს, ვირუსებსა და კიბოს უჯრედებს, აქვს თავისი უნიკალური ვიბრაციული სიხშირე. შესაბამისად, მკურნალობაც სპეციფიკური სიხშირით ხდება. ანუ, თუ პათოგენურ უჯრედზე ზუსტად მისივე რეზონანსული სიხშირით ვიმოქმედებთ, მისი ვიბრაცია იმ დონემდე გაძლიერდება, რომ ის დაიშლება და განადგურდება.

ასეთი კვლევები და აპარატები საუკუნეების წინაც არსებობდა, მაგრამ მათი ავტორები, თავიანთ ნაშრომებთან ერთად, გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდნენ. იმას, თუ რატომ მოხდა ეს, ბევრი ახსნა-განმარტება არ სჭირდება.
ცნობიერებასაც შეუძლია სპეციფიკური სიხშირეების გამოსხივება, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, არავინ ამახვილებს ყურადღებას. მთავარია, ნემსი გაგიყარონ და ორგანიზმში „ნანოსამყარო“ შემოუშვან.

ისე ცნობისთვის, 1 ინსულინში ანუ, 1 მლგ ნემსში, ტრილიონობით ნანო-ნაწილაკების მოთავსებაა შესაძლებელი“, - წერს ვატო მსხილაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ვინც გზა გაგვიკვალა, ვის გზასაც მივყვებით - ოჯახი, რომელიც არასდროს უნდა დაგავიწყდეს“ - რას წერს ილია თოფურია

„ჩვენ“ - მარიამ ელიეშვილი შვილთან ერთად გადაღებულ ახალ ფოტოს გვიზიარებს

„თითოეული თქვენგანის შეფასება და კომენტარი დიდი სტიმული იქნება...“ - 4 შვილის დედამ ქეთი ჩხაიძემ საკუთარი ლექსების კრებული გამოსცა