Digest Logo

სურვილის შესრულება წყლის ჭიქის დახმარებით - ეფექტური რიტუალი თამუნა იოსელიანისგან

1771658544
ჭიქა წყალი

მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც სურვილების შესასრულებლად ეფექტურ რიტუალს გვიზიარებს.

პრაქტიკისთვის დაგჭირდებათ წყალი და ჭიქა:

„სურვილის შესრულება წყლის ჭიქის დახმარებით - ეფექტური რიტუალია!

თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ მისი სურვილები ასრულდეს. ამისათვის ღირს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ეს შესაძლებელია მარტივი და საკმაოდ ეფექტური გზით, რომელიც საუკუნეების განმავლობაშია გამოცდილი - (გამდნარი) წყლიანი ჭიქის გამოყენებით.

პირველ რიგში, საჭიროა წყლის მომზადება.

დასხით ჭიქაში წყალი, მოათავსეთ მაცივარში გასაყინად, შემდეგ გამოიღეთ და დატოვეთ. ზედ შეიძლება წარმოიქმნას ყინულის ქერქი, რომელიც აუცილებელია გადაყარეთ.

ვუალა! წყალი მზადაა ჩვენი მაგიური და ენერგეტიკული პროცესისთვის. პირველი ეტაპი მდგომარეობს იმაში, რომ ძილის წინ ჭიქის ნახევარი წყალი უნდა დალიოთ, წარმოთქვით გონებაში ან ხმამაღლა (როგორც თქვენ გსურთ) შემდეგი სიტყვები:

„ეს არის ყველაფერი, რაც მჭირდება, რომ ვიპოვო გამოსავალი იმ პრობლემისთვის, რაც მაღელვებს“.

ამ ყველაფრის თქმა არ დაგავიწყდეთ წყლის ჭიქასთან ისე ახლოს, რომ წყლის ზედაპირზე წყლის ტალღები შეირხეს ...

ეფექტის გასაძლიერებლად დაიჭირეთ ჭიქა ორივე ხელით. ამის შემდეგ ჭიქა დადგით საწოლის თავთან და დააფარეთ თეთრი სუფთა ფურცელი.

მეორე ეტაპი მდგომარეობს იმაში, რომ დილით წამოდგეთ და რიტუალი გაიმეოროთ, ამჯერად დარჩენილი წყალი მიირთვათ. თქვენი პრობლემა, საზრუნავი რამდენიმე დღის განმავლობაში გადაწყდება“, - წერს თამუნა იოსელიანი. 

ასევე დაგაინტერესებთ:

21 თებერვლის კოსმოსური ამბები - „საყვარელ ადამიანთან ერთად სიმყუდროვეში ყოფნა ძალებს აღგიდგენთ“

21 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი - „კარგია გეგმების და მიზნების განახლება-გადახედვისთვის“

საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 105 წელი გავიდა