📜 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) პირველი კონსტიტუცია მიიღეს.
ქვეყნის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ევროპული ქვეყნების კონსტიტუციებს, სულ რამდენიმე დღე იყო ძალაში.
1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმია თბილისში შემოვიდა და ამით დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის მოქმედებაც დასრულდა.
👥 საქართველოს კონსტიტუცია რამდენიმე წლის განმავლობაში იქმნებოდა. მასზე ჯერ ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისია მუშაობდა, შემდეგ კი - დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისია.
📸 ფოტოებზე: სერგი ჯაფარიძე - ეროვნული საბჭოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე (1918-1919 წწ); რაჟდენ არსენიძე - დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე (1919-1920 წწ); პავლე საყვარელიძე - დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე (1920-1921 წწ).
🏛 ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება 1921 წელს ბათუმში დაბეჭდილი კონსტიტუცია, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა. ჩვენს ფონდში ინახება ასევე 1922 წელს საფრანგეთში ფრანგულ ენაზე გამოცემული საქართველოს კონსტიტუცია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 21 თებერვალს საქართველოში
⭕რატომ არის მნიშვნელოვანი საქორწინო ბეჭდის ტარება!?
⭕„აკონტროლეთ სიტყვები, მეტი მოუსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ“ - 20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი