
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო ამ კუთხით, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე ხშირად აქვეყნებს პოსტებს თუ ვიდეოებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად თაკო მელიქიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ზოდიაქოს 5 ყველაზე შურისმაძიებელ ნიშანს ასახელებს:
„პირველი ზოდიაქოს ნიშანია მორიელი, ის ვნებიანი და ერთგულია იმ ადამიანების მიმართ ვისაც მიიჩნევენ ახლობლად, მაგრამ ასევე შეუძლიათ გაბრაზდნენ. მათი საიდუმლო ბუნება და საიდუმლოს შენახვის ტენდენცია ართულებს იმის პროგნოზს თუ როდის და როგორ იძიებს შურს.
შემდეგი ნიშანია კურო - ჯიუტი და მტკიცე. მიუხედავად იმისა, რომ ის სიმშვიდით და მოთმინებით არის ცნობილი, მას ასევე აქვს მესაკუთრის ბუნება. როდესაც ურთიერთობაში, ბიზნესში გრძნობს ღალატს შეუძლია იყოს შურისმაძიებელი.
მესამე ნიშანია ვერძი - ცნობილია იმპულსურობით, სიტუაციის წარმართვისა და კონტროლის ძლიერი სურვილით. როცა ვერძი გრძნობს თავს შეურაცხყოფილად, შეუძლია ფეთქებადი რეაქცია დააფიქსიროს და დაუყოვნებლივ იძიოს შური.
მეოთხე ადგილზე გავიდა ქალწული - დიდხანს აფასებენ თავიანთ ტკივილს, იკვებებიან წყენით, უსამართლობის გრძნობით და გულდასმით ამზადებენ შურისძიების გეგმას და ირჩევენ სწორ დროს ვალის დასაფარად.
ბოლო ადგილზეა ტყუპები - არ აინტერესებთ რას ფიქრობენ სხვები, როდესაც სხვა ადამიანი ტკივილს აყენებს ხშირად არ აჩვენებენ ამას, მაგრამ გულის სიღრმეში ამზადებენ გეგმას ტკბილი შურისძიების, რაც მანიპულირებას და ტყუილს ეფუძნება“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბრწყინავ, რა ლამაზი ხარ...“ - ნინი შერმადინი მწვანე კაბაში პოზირებს