Digest Logo

„რაც კარგები ვართ ჩოხელები ვართ, ოჯახის უფროსს გაუმარჯოს...“ - მაკა ზამბახიძე ქმარს დაბადების დღეს ულოცავს

7 აპრილი 14:53
მაკა ზამბახიძე

მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს. ამასთან მას დაწყებული აქვს მზადება სოლო ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“.

აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ერთადერთი შვილი, სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია. მაკა ზამბახიძე ბებიაც გახლავთ, მას ქალიშვილისგან 2022 წელს შვილიშვილი, მიქაელი შეეძინა.

მაკას მეუღლე მიხეილ ჩოხელია. წყვილი უკვე 5 წელია ქორწინებაშია. დღეს მომღერლის ქმარი იუბილარია, დაბადების დღეს კი იგი სოციალურ ქსელში ერთად გადაღებული ფოტოთი ულოცავს: 

„რაც კარგები ვართ ჩოხელები ვართ.

ჩემი ოჯახის უფროსს მიხეილ ჩოხელს გაუმარჯოს დღევანდელი დღის ძალით და მადლით მთელი ცხოვრება იხარე და იბედნიერე ჩემთან ერთად.

ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ“, - წერს მაკა ზამბახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

რის განახლებაზე საუბრობს ასტროლოგი აპრილში და რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ ეს თვე დანაკარგების გარეშე განვლოთ

„ბრწყინავ, რა ლამაზი ხარ...“ - ნინი შერმადინი მწვანე კაბაში პოზირებს

„მოეშვით მკრეხელურ აზრებს, რა აზრიც არც ბიბლიაში არ თქმულა და არცერთ წმინდა მამას უთქვამს აქ ნუ წერთ...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე